ქართველი მეღვინეები მთავრობას უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის მისაღებად მხარდაჭერას უცხადებენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
35 28 აპრილი 2024, 14:04

საქართველოში ღვინის მწარმოებელთა ერთმა ნაწილმა განცხადება გააკეთა კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და მთავრობას მხარდაჭერა გამოუცხადა. განცხადების თანახმად, დღეს საქართველოში ბიზნესი ისე როგორც არასდროს, თავისუფალია დამატებითი ბიუროკრატიული ჩარევისგან, რაც მეწარმეებს საშუალებას აძლევს ეტაპობრივად განვითარდნენ, შექმნან მეტი ეკონომიკური დოვლათი და შეძლონ მეტი სამუშაო ადგილის შექმნა.

„დღეს დარგის განვითარებისთვის მიმართული ყველა გადაწყვეტილება, ნებისმიერი საკანონმდებლო თუ ნორმატიული დოკუმენტებში განხორციელებული ცვლილება განხილული და შეთანხმებულია ჩვენთან. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს სტრატეგიული მნიშვნელობის დარგის - მევენახეობა - მეღვინეობის არნახული მასშტაბის მხარდაჭერა მთავრობის მხრიდან. მეწარმეებზე გაცემულმა შეღავათიანმა კრედიტებმა უკვე მოგვცა ხელშესახები შედეგები ვენახების გაშენების, ღვინის მოცულობის ზრდის და საექსპორტო ქვეყნების დივერსიფიკაციის თვალსაზრისით. მთავრობის მხრიდან ასეთი მხარდაჭერის გარეშე ჩვენი კომპანიები ნამდვილად ვერ მიაღწევდნენ იმ მასშტაბის განვითარების დონეს, რომელიც დღეს გვაქვს. ამის არ დანახვა არ შეიძლება და ამის გამო მეწარმეების დიდი ნაწილი, მათ შორის, ჩვენი კომპანიები მთავრობის ქმედებათა ერთგული მხარდამჭერები ვართ. დღეს მთავრობას და ბიზნესს საქართველოში აქვს ერთიანი ხედვა, როგორ განვითარდეს ქვეყანა, გაძლიერდეს ეკონომიკურად, შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი და რაც მთავარია შენარჩუნდეს მშვიდობა და სტაბილურობა. არაფერი ისე არ ვნებს ბიზნესს, როგორც არასტაბილურობა და გაუმჭვირვალობა. ღვინის კომპანიებს არაერთი მწარე გამოცდილება გვაქვს, რამდენად დიდი ზარალი მოაქვს მოღალატე ფსევდო ოპოზიციის მხრიდან დაშვებულ პროვოკაციებს.

მივესალმებით, ქვეყანაში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებას. მიგვაჩნია კანონი გარანტიაა თანამედროვე დემოკრატიული და სამართლის პრინციპებზე დამყარებული სახელმწიფოს მშენებლობისათვის. ჩვენი ბიზნესი და ინვესტიციების წარმომავლობა აბსოლუტურად გამჭვირვალეა. ამიტომ ცალსახად მნიშვნელოვანია, რომ გამჭვირვალობის ეს მოთხოვნა კერძო სექტორის სხვა სუბიექტებზეც გავრცელდეს. ალბათ დადგა დრო, ჩვენი საზოგადოების საღად და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ნაწილი დავდგეთ ერთად და ჩვენი ქვეყნის ინტერესები დავიცვათ,“ - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ შპს "შალვინოს" დამფუძნებელი ლევან გვარამაძე, შპს "ხაოს მარანის" დამფუძნებელი გოჩა დაუდიშვილი, შპს "კახეთი 3000" დამფუძნებელი გიორგი ერბოწონაშვილი, შპს "ჰერეთის ღვინის მარანის" დამფუძნებელი თამაზ მჭედლიძე, შპს "კახური ღვინის მარანის" დირექტორი მირიან მუკბანიანი, შპს "შატო მუკუზანის" დამფუძნებელი კახაბერ მამანიშვილი, შპს "შატო ხვანჭკარას" დამფუძნებელი ბაკური მიჩიტაშვილი, შპს "ყვარლის ღვინის კომპანია" დამფუძნებელი პაატა არჩვაძე, შპს "მარნისკარის" და შპს "შატო ნეკრესის" დამფუძნებელი ვაჟა ციგროშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე: მაქვს მოლოდინი, რომ ბატონი ო ბრაიანი ჩამოვა ძირითადად სამი თემით - ვიზალიბერალიზაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და პირდაპირი ფრენები
დიდი იმედი მაქვს, რომ სამომავლოდ ვითარება თვისებრივად შეიცვლება და მაქსიმალურად გათავისუფლდება, როგორც ამერიკის შეერთებული შტატები, ისე ევროკავშირი გლობალური ომის პარტიის გავლენებისგან
ირაკლი კობახიძე: ვერავინ გადაადგმევინებს ბიძინა ივანიშვილს სახელმწიფოს საწინააღმდეგო ნაბიჯებს, ვერავითარი შანტაჟისა და მუქარის პირობებში
წაუკითხავი კანონის გაპროტესტება არის უდიდესი უპასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნისა და საკუთარი საზოგადოების წინაშე
მინდა კმაყოფილება გამოვხატო იმ ფაქტით, რომ გუშინ და დღეს მომიტინგეების მხრიდან ძალადობის ხარისხი მნიშვნელოვნად შემცირებული იყო - ამაში თავისი როლი ჩვენმა ბრიფინგებმა, გაფრთხილებებმა და მოწოდებებმა შეასრულა
არქივი