მეუფე იაკობი - უკვე მესამე მცდელობაა რევოლუციის, ქართველებმა ჭკუა ვისწავლეთ, ვერავინ მოესწრება მაგას, მინდა, ჩვენს ქვეყანაში ისე ვიცხოვროთ, როგორც ქართველებს გვინდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
39 28 აპრილი 2024, 14:11

ჩვენ ძლიერი ერი ვართ და მინდა, ყველამ იცოდეს, ჩვენი ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ვერავინ დაგვაჩოქებს, ჩვენ ერთადერთი უფალს ვადიდებთ და უფალს დავუჩოქებთ, მე ყველა იმ ქართველს დავლოცავ, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი დიდი წინაპრის დანატოვარი სამი სიტყვა – მამული, ენა, სარწმუნოება, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა განაცხადა.

მეუფე იაკობის თქმით, ქვეყანაში უკვე მესამედ არის რევოლუციის მცდელობა და ამას აღარავინ დაუშვებს.

„ჩემი გამჩერებელი ღმერთის გარდა არავინ არის, არავის აზრს არ გავითვალისწინებ, როცა ჩემს ღმერთს ეხება საკითხი. მინდა, ევროპარლამენტზეც ვთქვა. მესამე მცდელობაა უკვე რევოლუციის და ვერავინ მოესწრება მაგას. ჩვენ, ქართველებმა ჭკუა ვისწავლეთ უკვე და აღარავის გავაკეთებინებთ მასეთ რამეს. გამოდიან და იძახიან, არა რუსულ კანონსო. ვის უნდა რუსული კანონი? არც ფრანგული კანონი მინდა და არც სხვა ქვეყნების. მინდა, ჩვენს ქვეყანაში ისე ვიცხოვროთ, როგორც ქართველებს გვინდა. რეალურად, რას ემსახურება ევროპარლამენტის კიდევ ერთი რეზოლუცია? უნდა მოხდეს, რომ ფაქტობრივად ისევ რუსეთს გადაგვცეს, კიდევ ერთხელ გაგვყიდეს, ისევე როგორც 22-ში, ისევე როგორც მანამდე. არ შემრცხვება ამ სიტყვის, კარგად დახედონ, თვითონ აკეთებენ ამას, ვითომ ევროკავშირის დაცვით. დეპუტატებს გადახედეთ საიდან არიან, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, სადაც საბჭოთა კავშირი როცა დაიშალა, „კაგებეს“ აგენტებისგან შემდგარი მთავრობები მოვიდნენ. დღეს ჩვენ გვაგინებენ. ახალგაზრდებს მინდა, ვუთხრა, რომ გადიხართ და დგახართ, შეხედეთ მიტინგებზე რა ხდება, გგონიათ მაგას დავთმობთ? ერთი იყო წინა საუკუნეში, სერგო ორჯონიკიძეებმა მეთერთმეტე არმიამ და ეგეთებმა გააგზავნეს კრემლში თავის უფროსებთან, თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებსო. ახლა იმდენი პარტიაა და ისეთი ჭრელები არიან, რომელ ქვეყანაში რა უნდა გაგზავნო. თბილისის თავზე რა უნდათ, ჭრელი დროშების აფრიალება? ვერასდროს ვერავინ ეღირსება მაგას, ეს საქართველოა და რაც არ უნდა ძლიერი ქვეყნები იყვნენ, ყველამ გაითვალისწინოს“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: სულ რომ ყველა უმაღლესი სასწავლებელი გაიფიცოს, ერთი "მრეცხავი ვარდოს" გაფიცვის ეფექტს ეს ფაქტი მაინც ვერ გადაფარავს
შსს - სამართალდამცავებმა, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 20 პირი დააკავეს, დაკავებულთაგან სამი პირი უცხო ქვეყნის მოქალაქეა
საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დასწრების საშუალება არ მიეცათ
შანტაჟს და მუქარას ყველამ დაანებოს თავი. საზოგადოების დაკვეთაა გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის მიღება, რათა ამ ქვეყანაში საქმიანობა იყოს გამჭვირვალე, რა თანხები შემოდის, როგორ იხარჯება და რა მიზანს ემსახურება
იურიდიულმა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
არქივი