მამუკა მდინარაძე: ხვალ გვექნება საყოველთაო-სახალხო შეკრება. ჩემი აზრით ჩვენს მოლოდინსაც კი გადააჭარბებს რაოდენობა იმ ადამიანებისა, რომლებიც ამაში მიიღებენ მონაწილეობას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
33 28 აპრილი 2024, 17:18

ვემზადებით ხვალინდელი დღისთვის და, როგორც ცნობილია, ხვალ გვექნება საყოველთაო-სახალხო შეკრება სადაც, ჩემი აზრით ჩვენს მოლოდინსაც კი გადააჭარბებს რაოდენობა იმ ადამიანებისა, რომლებიც ამაში მიიღებენ მონაწილეობას. დღევანდელი მონაცემები ასეთია. ყველას, ვისთვისაც კი ძვირფასია მამული, ენა და სარწმუნოება, ვისთვისაც ძვირფასია თავისი ეროვნული იდენტობა, თავისი ტრადიციები, თავისი ქვეყნის რეალური და ჭეშმარიტი ევროპული მომავალი, ბუნებრივია, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, შეუერთდნენ ხვალინდელ აქციას, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა განმარტა როგორ წარიმართება შეკრება.

„ჩვენი დეპუტატები იქნებიან ხალხში და არა სცენაზე წარმოდგენილები, რამდენიმე ჩვენგანის გარდა. რაც შეეხება [შეკრების] მიმდინარეობას, ძირითადად იქნება პოლიტიკოსების და ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლების გამოსვლები. ეს დაახლოებით 8 საათიდან დაიწყება. ექვსიდან ვიწყებთ შეკრებას, იმიტომ რომ, ხომ წარმოგიდგენიათ, 100 ათას ადამიანზე მეტი როდესაც შეიკრიბება, ნახევარ საათში ამ ადამიანების ერთად შეკრება რთული ამბავია, ამიტომ ექვსი საათიდან დაიწყება შეკრება. იქნება ახალგაზრდული ორგანიზაციის მსვლელობა ფილარმონიის მიმართულებიდან და 8 საათიდან იქნება სიტყვით გამოსვლები“, - განაცხადა მდინარაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიდი იმედი მაქვს, რომ სამომავლოდ ვითარება თვისებრივად შეიცვლება და მაქსიმალურად გათავისუფლდება, როგორც ამერიკის შეერთებული შტატები, ისე ევროკავშირი გლობალური ომის პარტიის გავლენებისგან
ირაკლი კობახიძე: ვერავინ გადაადგმევინებს ბიძინა ივანიშვილს სახელმწიფოს საწინააღმდეგო ნაბიჯებს, ვერავითარი შანტაჟისა და მუქარის პირობებში
წაუკითხავი კანონის გაპროტესტება არის უდიდესი უპასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნისა და საკუთარი საზოგადოების წინაშე
მინდა კმაყოფილება გამოვხატო იმ ფაქტით, რომ გუშინ და დღეს მომიტინგეების მხრიდან ძალადობის ხარისხი მნიშვნელოვნად შემცირებული იყო - ამაში თავისი როლი ჩვენმა ბრიფინგებმა, გაფრთხილებებმა და მოწოდებებმა შეასრულა
ზურაბ ქადაგიძე - პატრიკ ჰერნანდესი - აკერმანის კიდევ ერთი ინსტრუქტორი, რომელიც ასევე არეულობის დასაგეგმად და დასაორგანიზებელად ჩამოვიდა
არქივი