მამუკა მდინარაძე: როდესაც გეუბნებიან: გამჭვირვალობის კანონი გაიწვიე და არავითარ შემთხვევაში არ აკრძალო ლგბტ პროპაგანდა, ამაზე დიდი მავნებლობა არ არსებობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
33 28 აპრილი 2024, 18:35

მსგავსი მავნებლობა არ არსებობს, რაც იმ რეზოლუციაში ჩაიწერა. როდესაც გეუბნებიან: გამჭვირვალობის კანონი გაიწვიე და არავითარ შემთხვევაში არ აკრძალო ლგბტ პროპაგანდა, ამაზე დიდი მავნებლობა არ არსებობს, - ასე შეაფასა მამუკა მდინარაძემ ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოს შესახებ.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის თქმით, არავინ ეკითხება არცერთ სხვა ქვეყანას, აიკრძალება თუ არა არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა საქართველოში. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება უფლებების დაცვისა და პროპაგანდის აკრძალვის გამიჯვნაზე.

„მოიკითხონ, რამდენად ზედმიწევნით ვიცავთ ამ ხალხის უფლებებს. და ის ხალხი, რომელიც ახლა ამას [ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას] აპროტესტებს ქვეყნის შიგნით, იცით რას აკეთებდა? ამ ხალხს უღებდა დღე და ღამე. სპეციალური ჯგუფები ჰყავდა კუდს გამოყოფილი, რომ გადაეღოთ და მერე დაეშანტაჟებინათ. დღემდე მოჰყვებათ ეს კომპრომატები ვიღაცებს, დღემდე. შემთხვევით არ ვამბობ. ალბათ ვიღაცამ ეს უნდა თქვას ადრე თუ გვიან და აგერ, მე გეუბნებით. დღეს ნებისმიერი განსხვავების მქონე ერთი ადამიანი რომ დარჩეს ამ ქვეყანაში, იმის უფლებებსაც ბოლომდე დავიცავ პირადად მე და ჩვენ ყველანი. ჩვენ ვართ დამცველები ნებისმიერი უფლების და ჩვენ ვართ პროპაგანდის აკრძალვის ავანგარდში“, - აღნიშნა მდინარაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ქართველი ხალხის 80%-ზე მეტს ევროკავშირში გაწევრიანება სურს, ჩვენ ამ მისწრაფებას მხარს ვუჭერთ და საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, ევროკავშირში ინტეგრაციის გზა ააგრძელოს
ედიშერ გვენეტაძე "გამჭვირვალობის კანონზე": პარლამენტმა კანონი უნდა მიიღოს და რაც მთავარია კანონი უნდა აღსრულდეს - საქართველოში უნდა შეწყდეს, გარედან დაფინანსებული სახელმწიფო რყევები
იყო ბიძინა ივანიშვილის მიმართ თხოვნა ჯეიმს ო’ბრაიანთან შეხვედრასთან დაკავშირებით, რაზეც ივანიშვილმა უარით უპასუხა - შანტაჟის ქვეშ ის შეხვედრას ვერ გამართავს
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეები პარლამენტთან ხვალ, 10:00 საათზე შეკრებას გეგმავენ
ირაკლი კობახიძე: ამ ქვეყანაში ადამიანები 3 000 წელია თავს წირავენ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის და ქვეყნის ინტერესებისთვის; ვისაც აზრად მოსდის სანქციებით შანტაჟი, ასეთი ადამიანი უბრალოდ არ იცნობს ქართველი კაცის ბუნებას
არქივი