მამუკა მდინარაძე - რა ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, რატომ ატყუებთ ხალხს? ეს არის უბრალოდ შანტაჟი, რომელიც ევროპარლამენტარებმა საქართველოს მიმართ იკადრეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
37 28 აპრილი 2024, 19:06

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერებას წევრი ქვეყნების მხრიდან კონსენსუსი სჭირდება და ამას თავისი სამართლებრივი საფუძვლები აქვს.

მამუკა მდინარაძის განმარტებით, გაწერილი სამართლებრივი საფუძვლებია:

პირველი – არსებითად გაზრდილი რაოდენობა იმ მოქალაქეებისა, რომლებსაც წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლაზე ეთქვათ უარი ან დაუდგინდათ უკანონოდ ყოფნა;

მეორე – არსებითად გაზრდილი რაოდენობა თავშესაფრის მაძიებელი მოქალაქეებისა, რომლებსაც არ მიენიჭათ შესაბამისი სტატუსი;

მესამე – შესატყვისი მონაცემებით დადასტურებული გაუარესებული თანამშრომლობა რეადმისიის საკითხებზე;

მეოთხე – მართლწესრიგსა და შიდა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მომეტებული რისკი ან უშუალო საფრთხე, რომელიც მომდინარეობს მესამე სახელმწიფოს მოქალაქეებისგან დაკავშირებულ მძიმე დანაშაულებიდან, რაც პასუხისმგებელი უწყებების ობიექტური, კონკრეტული და შესაბამისი ინფორმაციითა და ფაქტებით უნდა იყოს გამყარებული;

მამუკა მდინარაძის თქმით, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების არცერთი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

„ნებისმიერ, ყველა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას სჭირდება კონსენსუსი. ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას აქვს თავისი სამართლებრივი საფუძვლები. არანაირი პოლიტიკური საფუძველი ამას არ შეიძლება ჰქონდეს, მით უმეტეს სიგიჟეა, რომ კანონის მიღება ამის საფუძვლად გამოიყენო. გაქვთ ინფორმაცია, რომ შეიძლება რომელიმე საფუძველი დაედოს? ხომ ზღაპარია და ხომ ზედმიწევნით პირნათელები ვართ ნებისმიერი მიმართულებით? აბა, რატომ ატყუებთ ხალხს, რა გინდათ? რა ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, გაუქმება და შეწყვეტა, არ მოატყუოთ ხალხს. რეადმისიაზე რომ ლაპარაკობენ, 95-პროცენტიანი შესრულება გვაქვს, კანდიდატ ქვეყნებს არ აქვთ ჩვენთან მოახლოებული, რა რეადმისიაზე ლაპარაკობთ და რას ატყუებთ ამ ხალხს? ეს არის უბრალოდ შანტაჟი, რომელიც ევროპარლამენტარება იკადრეს საქართველოს მიმართ, რომელიც ვერ განხორციელდება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა: „ქართველები დამოუკიდებლობისთვის თავს წირავდნენ, სიცოცხლეს წირავდნენ, რა სანქცია და რა სისულელეებზე ლაპარაკი, ყველა დაფიქრდეს, ვინც ამ სულელური შატაჟით გადაწყვეტს ქართველების, ქართველი კაცის თუ ქალის დასანქცირებას და დაშანტაჟებას. არანაირი სანქცია ამისთვის არ და ვერ დაგვემუქრება და კიდეც რომ დაგვემუქროს, თუ გამჭვირვალობის კანონის დაინიცირებისთვის სანქცია უნდა მივიღო, დიდი სიამოვნებით მზად ვარ ამისთვის“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი: ამოცანა გვეკითხება - რამდენი ადამიანი ეტევა 9 ათას კვადრატულზე? აბა მარტივი IQ ტესტი
მამა შალვა კეკელია - რასაც მთელი ცხოვრება უარყოფდნენ და დაგვცინოდნენ 100 ათას მოწამეზე, რომ გამორიცხულია მაგ ადგილზე 100 ათასი კაცი როგორ დაეტეოდაო, გუშინ, ის ადამიანები, ვინც ეკლესიას ებრძოდნენ, თავისი პირით ამბობდნენ, თურმე იმ პატარა მონაკვეთში 300 ათასი კაცი ეტევა, არათუ 100 ათასი
საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების ნაწილი ნუცა ბუზალაძეს სოციალურ ქსელში აბულინგებს
შალვა პაპუაშვილი - არავის აქვს ექსკლუზივი, ისაუბროს ევროპულ ღირებულებებზე ქართველ ხალხთან, ქართველი ხალხი არის ევროპელი, ის, რაც ქართველების ინტერესშია, ის არის ევროპული მომავლის ინტერესში
პაველ ჰერჩინსკი - ჩვენ ვმუშაობთ ამ მთავრობასთან და ვიმუშავებთ საქართველოს ყველა დემოკრატიულად არჩეულ მთავრობასთან, რათა ქვეყანა წინ წავწიოთ ევროკავშირში ინტეგრაციისკენ
არქივი