დეკანოზი ილია კარკაძე - ის, რომელიც აფინანსებს, არა შენს ქართულ ორიენტაციას იცავს, არამედ ვინც უკვეთავს, მის დაკრულზე ცეკვავს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
43 28 აპრილი 2024, 21:51
ისტორიას შეხედეთ, ვინ იყო დავით აღმაშენებელი, თამარი, ქეთევანი?  მათთვის საქართველო იყო ოჯახი. იქ მოწინააღმდეგე გარე მტერი ჩანდა ყოველთვის. აქ რა ხდება? გარე მტერი მრავალპარტიულობას იყენებს, ამიტომ, ის რომელიც აფინანსებს, არა შენს ქართულ ორიენტაციას იცავს, არამედ ვინც უკვეთავს, მის დაკრულზე კიდევაც ცეკვავს - განაცხადა დეკანოზმა ილია კარკაძემ საკვირაო ქადაგებაზე. 

მისი თქმით, ეს კანონები აუცილებელია მისაღებად, რათა ფარდა აეხადოს იმ პროცესებს, რასაც მარიონეტიზმი ჰქვია.

მისივე თქმით, ისტორიამ გვაჩვენა, რომ ერთადერთ თავისუფლებას მხოლოდ ღვთისა და მამულის სიყვარული განიჭებს.

„ისტორიას შეხედეთ, ვინ იყო დავით აღმაშენებელი, თამარი? ქეთევანი? რომელი ერთი გინდა, მათთვის საქართველო იყო ოჯახი. იქ მოწინააღმდეგე გარე მტერი ჩანდა ყოველთვის. აქანა რა ხდება? გარე მტერი მრავალპარტიულობას იყენებს, ამიტომ, ის რომელიც აფინანსებს, არა შენს ქართულ ორიენტაციას იცავს, არამედ ვინც უკვეთავს, მის დაკრულზე კიდევაც ცეკვავს. ეს კანონები აუცილებელია მისაღებად იმიტომ, რომ ფარდა უნდა აეხადოს იმ პროცესებს, რასაც მარიონეტიზმი ჰქვია. შენ უნდა გესმოდეს, რომ ერთადერთ თავისუფლებას მხოლოდ ღვთისა და მამულის სიყვარული განიჭებს, სხვა არაფერი არ განიჭებს, ისტორიამ ეს გვაჩვენა. ევროპას თავისი იდეოლოგია გააჩნია, ამერიკას თავისი, ერთი მაპატიოს  გარყვნა გაუბედურებით მოდის და დემოკრატიით, მაგრამ ფოჩებიან კამფეტებს, ფულებს და დაფინანსებებს აძლევენ, რათა ეს პატარა ორგანიზაციები, არასამთავრობოები, მათი მისიონერები და მქადაგებლები იყვნენ აქ“ - განაცხადა დეკანოზმა ილია კარკაძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტი - მეთოდები, რომლებსაც დღეს ქუჩებში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ იყენებენ, ძალიან რუსული, დაშინების მეთოდია
ირაკლი კობახიძე: ჩვეულებრივი მოვლენაა, როდესაც ოპოზიციის მხარდამჭერები გამოდიან ქუჩაში, ეს არის დემოკრატიის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ გადაწყვეტილებებს დემოკრატიულ სისტემაში იღებს პოლიტიკური უმრავლესობა
ირაკლი კობახიძე: ო'ბრაიენთან გულწრფელად ვისაუბრეთ, დავადასტურეთ ჩვენი სურვილი და მზაობა, მაქსიმალურად ვიზრუნოთ ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე. მთავარია, მეორე მხრიდანაც მივიღოთ სათანადო დამოკიდებულება
ირაკლი კობახიძე - არ მგონია, ქაცარავა აღიზიანებდეს ვინმეს რუსეთში, კატეგორიულად მიუღებელია ასეთი ტიპის ინციდენტები და კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდებ მოთმინებისკენ
ჯიმ ობრაიენი - თუ კანონი წინ წავა ისე, რომ შესაბამისობაში არ მოვა ევროკავშირის ნორმებთან, ძირი გამოეთხრება დემოკრატიას, იქნება ძალადობა დემონსტრანტების წინააღმდეგ, მაშინ ვიხილავთ აშშ ის შეზღუდვებს პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე, რომლებიც პასუხისმგებლები იქნებიან ამ ქმედებებზე
არქივი