აქციის ორგანიზატორები ითხოვენ, პარლამენტთან დამონტაჟებულ სცენაზე რამდენი გამომსველი შეუშვან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
45 28 აპრილი 2024, 23:00

საქართველოს პარლამენტთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის მცირე დაპირისპირება იყო.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის ორგანიზატორებმა ითხოვეს, რამდენიმე დროშიანი მომიტინგე საქართველოს პარლამენტთან, "ქართული ოცნების" მიერ დამონტაჟებულ სცენაზე აუშვან.

ამ მომენტში აქციის მონაწილეებსა და შსს-ს თანამშრომლებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს. პოლიციელები აქციის მონაწილეებს სცენაზე ასვლის უფლებას არ აძლევენ.

“ჩვენ მოწესრიგებულად, ორგანიზებულად მოვდივართ, რამდენიმე ათეული ახალგაზრდა საქართველოს დროშებით და დევიზით - „კი ევროპას“ სცენაზე. ეს არის ჩვენი ხალხის მოთხოვნა", - განაცხადა რატი ამაღლობელმა.

“შეგვიშვით”, “შეგვიშვით” სკანდირებენ აქციის მონაწილეები.

ინფორმაციისთვის, პარლამენტთან სცენა "ქართული ოცნების" ორგანიზებით, 29 აპრილს დაანონსებულ შეკრებასთან დაკავშირებით არის დამონტაჟებული.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თეა წულუკიანი: ჩვენ გვაქვს ძლივს შექმნილი სახელმწიფო, რომლის შექმნაშიც სისხლი ჩაიდო. ამას გაფრთხილება სჭირდება, თუნდაც ჩვენ ვიყოთ ბულინგის, შეურაცხყოფის და ასეთი უსაფუძვლო კრიტიკის მსხვერპლი
ეკა სეფაშვილი: მივმართავ მოსახლეობას, ნუ შეგეშინდებათ - ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ვიზალიბერალიზაცია, კანდიდატის სტატუსი - ეს ის მიღწევებია, რომლებსაც ბოლომდე დავიცავთ
შსს: მოვუწოდებთ აქციის თითოეულ მონაწილეს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ მშვიდობიან ფარგლებში და არ დაუშვან მართლსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელება
ანრი ოხანაშვილი: ჩვენი ამოცანაა, რომ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის გათვალისწინებით, ჩვენს ქვეყანაში მოქმედებდეს ქართული კანონი, რომლის მიზანია გამჭვირვალობა შემოსული თანხების და მიზნობრიობის გამჭვირვალობა
რუსთაველის გამზირზე ამ წუთებში სიტუაცია დაძაბულია
არქივი