სამართალდამცავებმა, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გამოიყენეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
37 28 აპრილი 2024, 23:29

საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, ერთ კონკრეტულ ლოკაციაზე სამართალდამცავებმა, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გამოიყენეს. მისი გაშვება მას შემდეგ მოხდა, რაც სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა და ვითარება დაიძაბა.

აქციის მონაწილეები იმ სცენაზე ასვლას ითხოვდნენ, რომელიც პარლამენტთან "ქართული ოცნების" ორგანიზებით, 29 აპრილს დაგეგმილ შეკრებასთან დაკავშირებითაა დამონტაჟებული.

დაპირისპირებას რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი. სიტყვიერი შეკამათება, ასევე ფიზიკური შეხლა-შემოხლა მას შემდეგ დაიწყო, რაც სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეებს სცენაზე ასვლის საშუალება არ მისცეს.

ადგილზე დიდი ოდენობით პოლიციაა მობილიზებული. ცოტა ხნის წინ ტერიტორიაზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები გაიყვანეს. ტერიტორიაზე სპეცრაზმიც გამოვიდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნება“ კადაფის მსგავს ჯამახირიას გვთავაზობს, რასაც საქართველოში არავინ მიიღებს! როდესაც საერთაშორისო პარტნიორებს არ ხვდები, ხარ რუსი! როცა საკუთარ მოქალაქეებს არბევ, ხარ რუსი!
ჯეიმს ო’ ბრაიენი მთავრობის ადმინისტრაციაშია
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დელეგაციამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების საპარლამენტო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
პარლამენტთან გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს
15 მაისს საქართველოს ლატვიის, ესტონეთის, ლიეტუვისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვევიან
არქივი