შსს: პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი - პოლიციამ წესრიგის აღდგენის მიზნით, კანონით დადგენილი საშუალება გამოიყენა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
38 28 აპრილი 2024, 23:41

შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით ახალ განცხადებას ავრცელებს.

„თბილისში, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი. აქციის მონაწილეები სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდებიან ადგილზე მყოფ სამართალდამცველებს. მიუხედავად სამართალდამცველების არაერთი მოწოდებისა, აქციის მონაწილეებმა არაერთხელ სცადეს პოლიციის კორდონის გარღვევა. პოლიციამ წესრიგის აღდგენის მიზნით, კანონით დადგენილი საშუალება გამოიყენა.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს, პოლიტიკური პარტიის ლიდერებს და მონაწილეებს დაემორჩილონ სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნებს და არ გასცდნენ პროტესტის გამოხატვის დადგენილ ნორმებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მარიამ ლაშხი - ძალადობა და ძალადობის წახალისება არა ქართული, არა ევროპული ღირებულებაა, მით უმეტეს საკანონმდებლო ორგანოში, რომელიც მაგალითის მიმცემი უმაღლესი სტრუქტურაა ქვეყანაში
ლევან ხაბეიშვილი - წინ გველოდება ძალიან მძიმე ბრძოლა, ეს არის სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი ქართველი ხალხის ბრძოლა, მნიშვნელოვანია, პოლიტიკურმა პარტიებმა შეასრულონ ხალხის დაკვეთა
ევროპის საკითხებში გაერთიანებული სამეფოს მინისტრი - კადრები საქართველოდან შოკისმომგვრელია, ყველა მხარეს მოვუწოდებთ სიმშვიდისა და თავშეკავებისკენ
შსს: პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დაკავებულია 13 პირი
ესტონეთის თავდაცვის მინისტრი: უკრაინაში ჯარების გაგზავნის იდეამ ვერ ჰპოვა განვითარება ვერც ესტონეთში და ვერც ევროკავშირის დონეზე
არქივი