ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომიდან რეგლამენტის დარღვევისთვის თამარ კორძაიაც გააძევა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
68 29 აპრილი 2024, 11:10

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომიდან ამჯერად ოპოზიციონერი დეპუტატი თამარ კორძაია გააძევა და სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.

ანრი ოხანაშვილის განმარტებით, თამარ კორძაია მეორე მოსმენით განხილვის რეგლამენტს არ იცავდა და სიტყვა ჩამოართვა.

„ქალბატონო თამარ, თქვენ რას ფიქრობთ, სიტყვა მიზანს რომ გამოიყენებთ, რომელიც პირველ მუხლშია გამოყენებული, ეს ნიშნავს, რომ პირველ მუხლს უკავშირებთ საკითხს? პირველი მოსმენით დადგენილი წესით სვამთ შეკითხვას. სიტყვა ჩამორთმეულია“, - მიმართა მან თამარ კორძაიას.

კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გურამ მაჭარაშვილი: ბატონმა როთმა თავდასხმა მოაწყო ქართულ ეკლესიაზე, რომლის მრევლი არის საქართველოს საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა
სალომე ზურაბიშვილი - მეგობრებს გავაცანი, როგორი უნდა იყოს ევროპული პლატფორმა, რომელიც უკვე ჩამოყალიბებულია, ჩვენი უახლოესი მომავალი არის მობილიზაცია არჩევნებისთვის, უთუოდ გავიმარჯვებთ
გოდერძის უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ეკა სეფაშვილი: მნიშვნელოვანია ო’ბრაიენის ვიზიტი საქართველოში - ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ აშშ-ს ნამდვილად აქვს ინტერესი საქართველოს მიმართ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონზე ვენეციის კომისიის მოსაზრება მომავალი კვირის დასაწყისში გამოქვეყნდება
არქივი