იურიდიული კომიტეტის სხდომიდან მე-7 დეპუტატი - ანი წითლიძე გააძევეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
75 29 აპრილი 2024, 14:04
იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა სხდომათა დარბაზი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ანა წითლიძესაც დაატოვებინა.

ანრი ოხანაშვილმა წითლიძე სხდომათა დარბაზიდან მას შემდეგ გააძევა, რაც მან მომხსენებელ მამუკა მდინარაძეს უთხრა, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლები მათ კანონის რუსულობასთან დაკავშირებით არგუმენტების თქმის საშუალებას არ აძლევდნენ და არ აცდიდნენ.

„რეგლამენტის დარღვევის გამო დატოვეთ სხდომათა დარბაზი. არაერთხელ მოგიწოდეთ, აგრძელებდით მიკროფონის გარეშე. თქვენს თავს ეცით პატივი, ნუ აიძულებთ ამ ხალხს [მანდატურებს], რომ გაგიყვანონ. აბრძანდით და გადით, გთხოვთ!“- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

წითლიძე მამუკა მდინარაძეს სიტყვიერად დაუპირისპირდა და განაცხადა, რომ სწორედ მათ არ აქვთ კითხვებზე პასუხი და ამიტომ აძევებენ სხდომათა დარბაზიდან ოპოზიციონერ დეპუტატებს.

„ეს არის სირცხვილი, როდესაც ამბობ არგუმენტები ვერ მოვისმინეო, მამუკა. არგუმენტებს ვერ მოისმენ, თუ ყველა გაყარე აქედან. უთხარი, რომ მომცენ კითხვის დასმის შესაძლებლობა. კითხვის დასმას ვაპირებ ჩვეულებრივად. თქვენ არ გაქვთ კითხვებზე პასუხი, მამუკა და ამიტომ გინდათ, ყველა გაყაროთ, ეს არის მიზანი. მაშინ აღიარეთ, რომ არ გაქვთ კითხვებზე პასუხი და ამიტომ გინდათ ყველა გაყაროთ“,- განაცხადა ანა წითლიძე.

აღსანიშნავია, რომ წითლიძე მე-7 ოპოზიციონერი დეპუტატია, რომელიც ანრი ოხანაშვილმა სხდომიდან გააძევა. მანამდე კომიტეტის თავმჯდომარემ დარბაზი დაატოვებინა დეპუტატებს: გიორგი ვაშაძე, ლევან ბეჟაშვილი, სალომე სამადაშვილი, თამარ კორძაია, თაკო ჩარკვიანი და ქეთევან თურაზაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით მათიკაშვილი: სამართლებრივ ჭრილში მსჯელობას ჩვენ მივესალმებით და კიდევ არის დარჩენილი სივრცე ვეტოს დადებიდან დაძლევამდე
სალომე ზურაბიშვილი - მაიდანი გაცილებით ადრე გავიარეთ, ეს აქციები არის მშვიდობიანი, ჩვენ გვაქვს არჩევნები და მე გავუძღვები პროევროპულ ფრონტს ამ არჩევნებში
დავით მათიკაშვილი: ვიმედოვნებთ, რომ არა სანქცირების და ურთიერთობების გაუარესების კუთხით, არამედ დაახლოების კუთხით იქნება ხვალინდელი და ზეგინდელი დღეს გამოყენებული ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში
დავით მათიკაშვილი: ის რომ პრეზიდენტს ფეხქვეშ აქვს ფაქტობრივად გათელილი, როგორც ქვეყნის, ასევე კონსტიტუციის ინტერესები, ცალსახაა
თეთრი სახლის პრესმდივანი - შევხედავთ, რას გააკეთებს საქართველოს პარლამენტი, მაგრამ ის თუ მიიღებს ამ კანონმდებლობას, გვაიძულებს, გადავაფასოთ ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან
არქივი