ზურაბ ქადაგიძე: არაწევრ ქვეყნებს თუ უვიზო მიმოსვლა შეუჩერა ევროკავშირმა, გამოიწვევს უპრეცედენტო მასშტაბის ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
196 01 ივნისი 2023, 17:04
„არაწევრ ქვეყნებს თუ უვიზო მიმოსვლა შეუჩერა ევროკავშირმა, გამოიწვევს უპრეცედენტო მასშტაბის ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას, რაც ავტომატურად ჩააყენებს ევროპას ცუდ მდგომარეობაში“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის უვიზო რეჟიმის გამკაცრებამ შესაძლოა, საფუძველი ჩაუყაროს ევროკავშირის დაშლას.

„ორივე სიახლე პირდაპირ კავშირშია ერთიმეორესთან.

საუბარი ევროკავშირის დაშლაზე, რომელსაც გამომცემლობა „ტელეგრაფი“ ავრცელებს, ლოგიკას ნამდვილად არ არის მოკლებული, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბრიუსელში დაიწყეს არაწევრი ქვეყნების მიმართ უვიზო რეჟიმის გამკაცრებაზე საუბარი.

გამკაცრების იდეის ავტორებმა კარგად იციან ის რთული ბიუროკრატიული და პროცედურული ბარიერები, რაც უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ესაჭიროება და ამიტომაც ევროპის საბჭოსთან, ევროპარლამენტთან და რიგ უწყებებთან მიდის კომუნიკაცია შეჩერების მექანიზმის გამარტივებაზე.

არაწევრ ქვეყნებს თუ უვიზო მიმოსვლა შეუჩერა ევროკავშირმა, გამოიწვევს უპრეცედენტო მასშტაბის ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას, რაც ავტომატურად ჩააყენებს ევროპას ცუდ მდგომარეობაში.

ამასთანავე ეს იზოლაციური დამოკიდებულება ავტომატურად ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღიაობის იდეას, რაც თავისთავად პრობლემაა.

ერთადერთი, რასაც აქვს ლოგიკა, არის ის, რომ ევროპარლამენტარების ხელში უვიზო მიმოსვლის გაუქმების მარტივი ბერკეტი ისევ პოლიტიკური ინსინუაციებისთვისაა საჭირო და მოემსახურება კონკრეტული ქვეყნის დასჯის მექანიზმს. თუმცა აქაც დიდი დილემის წინაშე დგება ევროპა - ამ სიტუაციაში სრულად დაემორჩილება გარკვეულ პრივილეგირებულ უმცირესობას და გახდება იარაღი გლობალური ომის პარტიის ხელში.

ყველა იმპერიას საკუთარი ნაკლოვანებები და პრინციპების ღალატი ანგრევს!

ორმაგი სტანდარტი, თავსმოხვეული „ნარატივები“, უმცირესობის დემონსტრირებული მენტორობა უმრავლესობის მიმართ, ფსევდოღირებულებების ღირებულებებად გასაღება, იდეათა ღალატი და კიდევ ბევრი სხვა რამ არის ის, რაც დღევანდელი ევროპის მიმართ უნდობლობას აღვივებს!

იმედია, თავსმოხვეულ კონიუნქტურას გაიაზრებენ და დაუბრუნდებიან მართვის მრავალგანზომილებიან, დემოკრატიული სტანდარტების მოდელს.“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე: შეთანხმება და დათანხმება „არა რუსულ კანონს, კი - ევროპას, კი - გამჭვირვალობას” შედგა. ნაცმა, პროტესტანტმა, ბოტმა და ა.შ. იცინა, იწვალა, იჩხუბა, მაგრამ საბოლოოდ ამ მარტივ და უდავო მოცემულობას ყველა ეთანხმება
გია აბაშიძე: სულ ტყუილად, უსინდისოდ ამუნათებენ საქართველოს, მაინც ყველა გეგმა ჩაუვარდებათ ომის პარტიასა და მის მარიონეტებს
თამარ ჩიბურდანიძე: მოტყუებით გამოყვანილი ახალგაზრდები ოპოზიციისთვის ფარია, რომ ხელისუფლებამ ვერ გაბედოს მათ მიერ ორგანიზებული სახელმწიფო გადატრიალების აღკვეთა. ხელისუფლებას კი, უპირველესად სახელმწიფოს უსაფრთხოება აბარია
ლევან კობიაშვილი - წარმოუდგენელი მასშტაბის ზეწოლა ხორციელდება ჩვენს ფეხბურთელებზე, რომლებმაც ისტორიაში პირველად საქართველოს დროშა უნდა ჩაიტანონ ევროპის შუაგულში
თამთა მეგრელიშვილი for.ge-ს მიერ გავრცელებულ ჩანაწერზე: ზურაბ ჯაფარიძე ერთ-ერთია იმ ორგანიზატორთაგან, რომელიც ახალგაზრდებს აკერმანისეული გეგმის მიხედვით იყენებს - ფაქტობრივად დადასტურდა, რომ არანაირ გულწრფელ პროტესტს ადგილი არ აქვს
არქივი