თამთა მეგრელიშვილი: ოპოზიციური სპექტრის, განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი მეგობრების მთავარი ამოცანაა არჩევნების შედეგი არ იყოს გაზიარებული და მიღებული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
19 27 აპრილი 2024, 13:04

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი აცხადებს, რომ რადიკალური ოპოზიციის და მისი მომხრეების მიზანია არჩევნების შედეგების გაყალბებულად გამოცხადება. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ქართველი ამომრჩეველი გაიზარდა და ოპოზიციას ავიწყდება, რომ მათი ხმებით მანიპულირება შეუძლებელია.

სწორედ ამიტომ, როგორც მეგრელიშვილი ამბობს, 29 აპრილის აქციაზე მოსული ადამიანების სიმრავლე კიდევ ერთხელ დაადასტურებს ამომრჩევლის ნდობას „ქართული ოცნებისადმი“, რაც მის ლეგიტიმაციას გაზრდის.

„ოპოზიციური სპექტრის, განსაკუთრებით ნაციონალური მოძრაობის და მისი მეგობრების ევროპაში, თუ მის გარეთ, მთავარი ამოცანა დღეს არის ის, რომ არჩევნების შედეგი (ძალიან კარგად იციან მათ რა შედეგიც დადგება) არ იყოს გაზიარებული და მიღებული. ქართული საზოგადოება, რომელიც 29 აპრილის აქციაზეც მივა, აჩვენებს, რომ მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, რომელსაც ძალიან მაღალი ლეგიტიმაცია და ნდობის მანდატი ექნება. ეს გამოსვლა ჩვენს ძალებს გაამყარებს, რათა ადვილად არ მოხდეს იმ გეგმის შესრულება, რაც რადიკალებს აქვთ. ამ გეგმის ნაწილია მაგალითად ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს უპირისპირდებიან, ლგბტ პროპაგანდას ემხრობიან და ა.შ.

ამ ადამიანებს ავიწყდებათ, რომ ქართველი ამომრჩეველი გაიზარდა, აღარ არის 2003 წელი, როცა სხვა მუხტით ვიყავით დამუხტულები, მაგრამ შევცდით და რეფორმების სახელით მივიღეთ მკვლელი რეჟიმი, რომელმაც სისხლიანი 9 წელი შემოგვთავაზა და ქართველი კაცი გაგვიუპატიურა, სხვა რომ არაფერი ვთქვათ“, - განაცხადა თამთა მეგრელიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამთა მეგრელიშვილი შსს-ს განცხადებაზე: კანონი ყველასთვის ერთი დავალებაა, ის უნდა იყოს დაცული - ახალგაზრდებო, თქვენს ბრძოლაში ევროპული შინაარსი დაკარგულია და სხვათა მიერ დაგეგმილ ანტიქართულ გეგმას მიჰყვებით
გია აბაშიძე შსს-ს განცხადებაზე: ძალადობრივი ექსტრემიზმი და სახელმწიფოს წარმომადგენლებზე თავდასხმა არცერთ კრიმინალს შერჩება - ინსინუაციები დაკავებულთ ე.წ. "პოლიტიკურ დევნაზე" არის და იქნება სამარცხვინო და კატეგორიულად მიუღებელი!
ზაალ მიქელაძე: ბრძოლა გააჩაღებინეს მამებთან შვილებს და რის გამო? რომელი იდეის ირგვლივ აერთიანებენ ჩვენს მომავალ თაობას? სამშობლოს სიყვარულის ნაცვლად, სიძულვილს ასწავლიან!
გიორგი ღამბაშიძე "ნაცმოძრაობას": როდესაც ქვეყნის 20% რუსეთს ჩააბარეთ - იმის მაგივრად ყოველდღე ბოდიშს უხდიდეთ თქვენგან გამწარებულ ხალხს, დღეს კიდევ ბედავთ და რევოლუციის მოწყობას ცდილობთ
მამუკა მდინარაძე: შეთანხმება და დათანხმება „არა რუსულ კანონს, კი - ევროპას, კი - გამჭვირვალობას” შედგა. ნაცმა, პროტესტანტმა, ბოტმა და ა.შ. იცინა, იწვალა, იჩხუბა, მაგრამ საბოლოოდ ამ მარტივ და უდავო მოცემულობას ყველა ეთანხმება
არქივი