გია აბაშიძე-მართებულია, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობა უნდა გადაიხედოს - წლებია საქართველოს საზოგადოება ვერ ხედავს აშშ-თან ვერც თავისუფალ ვაჭრობას, ვერც პირდაპირ ფრენებს, ვერც უვიზო მიმოსვლას. სამაგიეროდ ხდება უსამშობლო და, უწინარესად, ამერიკისთვის ფუჭი "ნაცენჯეოების" პრივილეგირება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
42 28 აპრილი 2024, 18:34
ანალიტიკოსი გია აბაშიძე “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მდინარაძე აღნიშნავს, რომ “ვეთანხმები სენატორებს - უნდა გადაიხედოს საქართველო - ამერიკის ურთიერთობები. უნდა გაიხსნას უვიზო მიმოსვლა, უნდა გაფორმდეს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, უნდა გვქონდეს პირდაპირი ფრენები. ამდენი ხანია სტრატეგიული პარტნიორები ვართ, ჩვენ ამას ვიმსახურებთ. ასეთია ჩვენი თხოვნაც და მოთხოვნაც ჩვენი ამერიკელი მეგობრების მიმართ”. 



ანალიტიკოსის თქმით, მართებულია ის, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობა უნდა გადაიხედოს - მათგან აშკარა ჩამორჩენაა ბევრ მნიშვნელოვან სფეროში და ბადებს არაერთ სამართლიან ეჭვს.




“მართებულია ის, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობა უნდა გადაიხედოს - მათგან აშკარა ჩამორჩენაა ბევრ მნიშვნელოვან სფეროში და ბადებს არაერთ სამართლიან ეჭვს. და ეს რანაირი სტრატეგიული პარტნიორობაა? 
წლებია საქართველოს საზოგადოება ვერ ხედავს აშშ-თან ვერც თავისუფალ ვაჭრობას, ვერც პირდაპირ ფრენებს, ვერც უვიზო მიმოსვლას. სამაგიეროდ ხდება უსამშობლო და, უწინარესად, ამერიკისთვის ფუჭი "ნაცენჯეოების" პრივილეგირება”-წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლევან ნიკოლეიშვილი - როგორც მაწვდიან ინფორმაციას, დაკავებულებს შორის ორი ამერიკის, ხოლო ერთი რუსეთის მოქალაქეა. დიდი ალბათობით ეს ხალხი შესაძლოა აკერმანის და შარპის ინსტრუქტორები იყვნენ
ხალხს ღამე გაათენებინეს და თვითონ შენობაში შესულებმა დაიძინეს - კომიტეტს ვერ მიუსწრეს
დავით ქართველიშვილი: ვუყურებ აქციაზე მყოფ ერთ ცნობად ქალბატონს, რომელიც მე მიხსნის თავის წუხილზე ახალგაზრდა თაობაზე! მისი ბარიგა ქმარი ჩემი დანაყოფის ბიჭების მიერ იქნა დაპატიმრებული თავის დროზე, დღეს კი მოზარდებზე წუხს ეს ქალბატონი
დავით ქართველიშვილი: „პროფესორმა" ბერძენიშვილმა საქართველოს „ძველი ფორმაციის" ლიდერების და-ჰა-ჰა-ვების სალექციო კურსი დაასრულა, რისთვისაც თელავის საპირფარეშოს მისი სახელი მიანიჭეს
დიმიტრი ხუნდაძე: არა რუსულ კანონს - ქართული კანონით მალე ყველაფერი ნათელი გახდება და დასავლური ტიპის გამჭვირვალობა საქართველოშიც წესად იქცევა
არქივი