დავით ფაცაციამ ფოთსა და ზუგდიდში დაათვალიერა ინფრასტრუქტურული პროექტები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
47 18 მარტი 2025, 14:26
აფხაზეთის ავტონომიუირი რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, ამჯერად, ფოთსა და ზუგდიდში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოქალაქეებს შეხვდა, ისაუბრა მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე და ადგილზე  გაეცნო დევნილთა განსახლების ობიექტებში მიმდინარე და განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. 

ფოთში, გაგრის ქ. №11-ში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტის სახურავის რეაბილიტაცია, „დევნილთა განსახლების ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების ჩატარების უზრუნველყოფის“ პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელი განმუხურში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტის (ყოფილი ადმინისტრაციული შენობა) რეაბილიტაციისთვის საჭირო სამშენებლო მასალები და ხელსაწყოები „აფხაზეთიდან დევნილი შეჭირვებული მოსახლეობისათვის სარემონტო/სამშენებლო მასალებით დახმარების“  და „სოციალური სოლიდარობის“ პროგრამების ფარგლებში იქნა უზრუნველყოფილი. 

ინფრასტრუქტურული პროგრამის ფარგლებში, ზუგდიდში, ესებუას ქ. №7-ში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტის სახურავის რეაბილიტაცია განხორციელდა და წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.  

„ვცდილობთ თითოეული აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირის საჭიროება, რომელსაც ჩვენთან შეხვედრისას აჟღერებენ დროულად მოვაგვაროთ და კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ სწორედ მათთან უშუალო კომუნიკაციისას მიღებული ინფორმაციების გათვალისწინებით, არაერთი სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელეთ. 

ქმედითი და ეფექტური პროექტების განხორციელებისათვის აქტიურად ვაგრძელებთ აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებთან უშუალო კომუნიკაციას.“ - განაცხადა დავით ფაცაციამ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
WSJ - დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებს უთხრა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მზად არ არის უკრაინაში ომი დაასრულოს, რადგან მიიჩნევს, რომ ფრონტის ხაზზე იმარჯვებს.
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს არაერთხელ გაუკეთებია, რაც სრულად არის აშშ-ის ინტერესებში, მათ შორის ისეთ ადგილებში, სადაც ჩვენ არ გვქონდა ეროვნული ინტერესები და ჩვენი ინტერესი იყო მხოლოდ ის, რომ გვერდით ვედექით ამერიკულ ინტერესებს
არჩილ გორდულაძე 26 მაისისთვის ოპოზიციის გეგმებზე: როგორც ჩანს, წამსვლელები არიან მსხვერპლზეც. იყვნენ ძალიან ფრთხილად, როდესაც ამ სიტყვას ახსენებენ. მათ მიმართ იქნება, რა თქმა უნდა, მკაცრი ღონისძიებები გატარებული
რუსუდან შარაძე - დათა ახალაიას მარჯვენა ხელი, მოწმე ყვება, რომ ახალაიას მიერ გამართულ თათბირზე მამაჩემს დასცინოდნენ - „როგორ გააგორეს პროფესორა“, მიდის ლაპარაკი, როგორ მოკლეს იგი „პირველის“ დავალებით
საპატრულო პოლიციის უფროსი განმარტავს, რატომ არის თბილისის საქალაქო სასამართლოსთან საპოლიციო ძალების მობილიზება
არქივი