რუმინეთის პრეზიდენტობის კანდიდატი: საფრანგეთის ელჩი ჩვენთან იმპერატორივით ზის. ბრძანებებს გასცემს იმის თაობაზე, თუ ვინ იყაროს არჩევნებში კენჭი, მხარს უჭერს LGBT იდეოლოგიის მომხრე კანდიდატს. მე მზად ვარ ეს მარიონეტები დავამარცხო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
96 18 აპრილი 2025, 17:12

რუმინეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ნაციონალისტური პარტიიდან „ალიანსი რუმინელების გაერთიანებისთვის“, ჯორჯ სიმიონი ევროპის ქვეყნებს საღი აზრის გამარჯვების მიზნით ბრძოლისკენ მოუწოდებს.

სიმიონის თქმით, რუმინელ ხალხს არ სურს რადიკალური ტრანსგენდერული და ე.წ. ვოუქ იდეოლოგიები.

ჟურნალისტ სტივ ბენონთან ინტერვიუში, რუმინელმა პოლიტიკოსმა ასევე ისაუბრა ევროპული „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ ბრძოლაზე და აღნიშნა, რომ რადიკალური იდეოლოგიების ხელშეწყობა და დემოკრატიულ არჩევნებში ჩარევა ჯორჯ სოროსის ღია საზოგადოების ფონდისა და USAID-ის დაფინანსებულია.

„ჩვენ შევქმენით მოძრაობა MEGA, ანუ გავხადოთ ევროპა კვლავ დიადი. ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოში გვყავს მეგობრები, რომ თითოეულ ქვეყანაში გავიმარჯვოთ გლობალისტზე. ჩვენ ამას შევძლებთ, რადგან ხალხი ჩვენს მხარესაა. მათ სურთ საღი აზრი, არ სურთ, რომ მათი შვილები სქესის შეცვლის პროცედურებით დაასახიჩრონ. რადიკალურ იდეოლოგებს სოროსი უწყობს ხელს ე.წ. ღია საზოგადოების ფონდით. ასევე, მათი მხარდაჭერა ხდება USAID-ის დაფინანსებით. ჩვენ კი ვიბრძვით თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის. მჯერა, რომ ევროპის ძლიერი პოპულისტი ლიდერები იტალიიდან თუ სლოვაკეთიდან ერთად გავიმარჯვებთ. პირველი იქნება რუმინეთი, შემდეგ პოლონეთი. გლობალისტი ელჩები ისევ შეეცდებიან 4 მაისის არჩევნებში ჩარევასაც. საფრანგეთის ელჩი ჩვენთან იმპერატორივით ზის. ბრძანებებს გასცემს იმის თაობაზე, თუ ვინ იყაროს არჩევნებში კენჭი, მხარს უჭერს LGBT იდეოლოგიის მომხრე კანდიდატს. მე მზად ვარ ეს მარიონეტები დავამარცხო“, - თქვა სიმიონმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტი: ველოდებოდით, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობები ნელ-ნელა კალაპოტში ჩადგებოდა, ტრამპის წერილი და პრემიერთან სტივ დეინსის დღევანდელი შეხვედრაც ამის გამოძახილია
მიხეილ ყაველაშვილი: დონალდ ტრამპის მისალოც წერილში გამოჩნდა, რომ მზად არის ურთიერთობებისთვის, შეიძლება ითქვას, ამ წერილით პირველი ნაბიჯები გადაიდგა
შალვა პაპუაშვილი: სარწმუნოების განმტკიცება და მისდამი ყურადღება ჩვენი ხელისუფლების განსაკუთრებული ზრუნვის საგანს წარმოადგენს და მისი დაცვა საქართველოს ეროვნული ინტერესია
თეა წულუკიანი - დროა, მავნებლებმა დაასრულოთ მარიამ ლაშხისა და მისი არასრულწლოვანი შვილების დევნა და მათზე თავდასხმა, დაეტიეთ თქვენს ქერქში და ისე გააპროტესტეთ
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას ნება დართო, გააუქმოს ჰუმანიტარული სტატუსი 530 ათასზე მეტი იმიგრანტისთვის კუბიდან, ჰაიტიდან, ნიკარაგუიდან, ვენესუელიდან და გააძევოს ისინი ქვეყნიდან
არქივი