საბერიოში ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილი ბავშვების მამა ლაშა ბერულავას სიცრუეში ამხელს და მოქალაქეებს მოუწოდებს არ ჩარიცხონ თანხა ბერულავას ანგარიშზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
63 23 აპრილი 2025, 23:09

ჟურნალისტ ლაშა ბერულავას მიერ სოციალურ ქსელში დღეს განთავსებულ ინფორმაციას, რომელიც საბერიოს ტრაგედიის შედეგად დაზარალებული ოჯახისთვის სახლის შესყიდვას ეხებოდა გარდაცვლილი ბავშვების მამა ვიტალი ჭოლარია, ბერულავას პოსტშივე ეხმაურება:

„ლაშა ბერულავამ დღეს ჩვენს შესახებ გამოაქვეყნა წერილი, ყველას ვთხოვ შეეშვას ჩვენი ტრაგედიის გამოყენებას და ამ უბედურებით პოლიტიკაში გარევას. სახლი, რომლის შეძენაც მოხდა არის ჩვენს მიერ შერჩეული, ჩვენვე შევთავაზეთ ეს სახლი, და რაც შევთავაზეთ დაგვიკმაყოფილა, მადლობა ამ ხალხს გაწეული დიდი დახმარებისთვის, რომელიც მხოლოდ ამ სახლის შეძენა არ იყო. მადლობა ყველა ადამიანს ვინც ჩვენი უბედურება გაიზიარა!“ - წერს ხანძრის შედეგად გარდაცვლილი მცირეწლოვნების მამა სოციალურ ქსელში.

იქვე ვიტალი ჭოლარია მოქალაქეებს მოუწოდებს არ ჩარიცხონ თანხა ლაშა ბერულავას მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშის ნომერზე:

„არავინ არ ჩარიცხოთ ფული ლაშა ბერულავას ანგარიშზე, ძალიან გთხოვთ. რას ნიშნავს ეს 6 შვილი არ მყავს და სად წავიდე არ ვიცი ვიტანჯებით და კიდევ რაღაცებს რო დევთ ვინ ხართ, რა გინდათ გამაგებინეთ ერთ საათს მოგცემთ ამის აღებისთვის, „ვაფშე“ წაშალეთ ყველაფერი თუ არ წაშლით მერე მასე კარგად არ დავწერ გაიგეთ“ - წერს ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 5 მცირეწლოვანის მამა.

ილია ჭოლარიას კომენტარს მოგვიანებით ლაშა ბერულავა გამოეხმაურა, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მის მიერ ორგანიზებული თანხის შეგროვების კამპანიას წყვეტს. აქამდე შეგროვებული თანხა კი დანიშნულების ადგილამდე მივა. ამასთან, იგი ირწმუნება, რომ რაც დაწერა, სიმართლეა და მტკიცებულებების გამოქვეყნებას გააგრძელებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მარკო რუბიომ თავი შეიკავა პირდაპირი პასუხისგან კითხვაზე, მიაჩნია თუ არა პუტინი ომის დამნაშავედ და აღნიშნა, რომ ახლა მთავარი ამოცანა ომის დასრულებაა
14 ივნისიდან სამგზავრო მატარებელი ერევანი-ბათუმი-ერევანის მიმართულებით იმოძრავებს
მარკო რუბიომ საქართველოს შესახებ ჯო უილსონის კითხვას უპასუხა
Euronews: ბელგიის ხელისუფლება ევროპარლამენტს კორუფციული სკანდალის გამო რამდენიმე დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოხსნას სთხოვს
Reuters: უკრაინა მომავალ კვირას ევროკავშირს მიმართავს, განიხილოს რუსეთის იზოლაციის მიზნით ახალი, მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა მას შემდეგ, რაც ტრამპმა სანქციების გამკაცრებაზე უარი თქვა
არქივი