ლევან დავითაშვილი: საქართველო შეიძლება იყოს ამერიკის ძალიან საინტერესო სავაჭრო პარტნიორი. ასევე ჩვენი ექსპორტისთვის ამერიკა არის ძალიან საინტერესო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
32 24 აპრილი 2025, 11:46

საქართველო შეიძლება იყოს ამერიკის ძალიან საინტერესო სავაჭრო პარტნიორი. ასევე, რა თქმა უნდა, ამერიკა არის ძალიან დიდი სამომხმარებლო ბაზარი და ჩვენი ექსპორტისთვის ამერიკა არის ძალიან საინტერესო, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, რომელიც აშშ-ის კომერციის მდივნის თანაშემწეს გლობალური ბაზრების მიმართულებით, აშოკ პინტოს შეხვდა.

„შეხვედრაზე ჩვენ ვისაუბრეთ ინიციატივებზე, რომლებიც, ვფიქრობ, საინტერესოა როგორც საქართველოსთვის, ისე აშშ-ისთვის-ეს ეხება ვაჭრობის კიდევ უფრო წახალისებას. საქართველო არ არის მხოლოდ მცირე სამომხმარებლო ბაზარი და სავაჭრო პარტნიორი ამერიკისთვის, სადაც ამერიკული პროდუქცია იყიდება, არამედ საქართველო და ამერიკა შეიძლება თანამშრომლობდნენ უფრო ფართო მასშტაბით - საქართველო არის მნიშვნელოვანი სავაჭრო ჰაბი და ამერიკული პროდუქცია, რეექსპორტის სახით, ნაწილდება შუა აზიის ქვეყნებში, სამხრეთ კავკასიასა და მთლიანად რეგიონში. აქედან გამომდინარე, საქართველო შეიძლება იყოს ამერიკის ძალიან საინტერესო სავაჭრო პარტნიორი. ასევე, რა თქმა უნდა, ამერიკა არის ძალიან დიდი სამომხმარებლო ბაზარი და ჩვენი ექსპორტისთვის ამერიკა არის ძალიან საინტერესო“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კახა კალაძე - ნიკა მელია დაჭერილი კაცია და არ მინდა, რაღაც ისე გამომივიდეს დაკავებულ ადამიანზე - მისი საქციელი და ქმედებები არაადეკვატურია, ის იმ რადიკალური დაჯგუფების წარმომადგენელია, რომელიც გარედან იმართება
ლევან იოსელიანი - ადმინისტრაციული წესით დაკავებულებზე - პატიმრობა მართლაც უკიდურესი ფორმაა, ასევე, არ შეიძლება გამართლება ჰქონდეს შვილების თანდასწრებით ისეთ ქცევას, რაც ვიხილეთ
გურამ ხუტაშვილსა და დანიელ მუმლაძეს, რომელთაც რუსთაველის გამზირზე, აქციების დროს, 112-ის ვიდეოკამერების დაზიანებას ედავებოდნენ, სასამართლომ 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
ირაკლი კობახიძე კაროლ ნავროცკის პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს და თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებით პარლამენტს 27 ივნისს მიმართავს
არქივი