ლევან დავითაშვილი: ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან საქართველოს ხელისუფლებას გააჩნია სრული თანხვედრა ძირითადი საკითხების მიმართ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
62 24 აპრილი 2025, 11:50

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა სახელმწიფო დეპარტამენტში, სადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ჯოშუა ჰაკთან ორი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტიული დღის წესრიგი განიხილა.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან საქართველოს ხელისუფლებას ძირითადი საკითხების მიმართ სრული თანხვედრა გააჩნია.

„განვიხილეთ პოლიტიკური პერსპექტივები და ვისაუბრეთ იმაზე, რომ ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან საქართველოს ხელისუფლებას გააჩნია სრული თანხვედრა ძირითადი საკითხების მიმართ. ეს თანხვედრა ხედვებსა და იდეოლოგიაში დაგვეხმარება პერსპექტიული თანამშრომლობის დღის წესრიგის აწყობაში“ - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

მისივე შეფასებით, ასევე ძალიან საინტერესო შეხვედრები შედგა აშშ - ის კომერციის დეპარტამენტსა და სახაზინო დეპარტამენტში.

„სამივე უწყებასთან გვქონდა ძალიან პროდუქტიული შეხვედრა, რომლებიც ეხებოდა თანამშრომლობის პერსპექტივებს, ძირითადად, მომავალ გეგმას, რომელიც უნდა განვახორციელოთ ერთობლივად, ინტენსიური ჩართულობით. თანამშრომლობის ბევრი საკითხი დავფარეთ, მათ შორის, ვისაუბრეთ ვაჭრობის წახალისებასა და ახალ ინიციატივებზე, საქართველოს მაკროეკონომიკურ ჩარჩოზე, დაფინანსების საკითხებზე, ასევე ამერიკის ჩართულობაზე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში და იმ რეფორმების დღის წესრიგზე, რომლებიც გაგვაჩნია. საუბარი შეეხო სანქციების აღსრულების კუთხით არსებულ თანამშრომლობასაც, აგრეთვე განვიხილეთ მომავალი გეგმები, რომლებიც, ვფიქრობთ, სასარგებლო იქნება ორივე ქვეყნისთვის“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
იტალიელი პოლიტიკური მიმომხილველი იტალიელი სენატორების ჯგუფს: თქვენ ხართ თვითგამოცხადებული სენატორები - საქართველოს ხელისუფლება ქართველებმა აირჩიეს, ვინ ჯანდაბა ხართ, ასეთ რამეს რომ წერთ?
ჩემი ადმინისტრაცია ერთგულია, განამტკიცოს საქართველოს მთავრობასთან მშვიდობიანი და ნაყოფიერი ურთიერთობები. სამომავლოდ ველოდები ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას
ირაკლი კირცხალია ემანუელ მაკრონის, ფრიდრიხ მერცისა და დონალდ ტუსკის ერთობლივ განცხადებაზე: ეს არის შიდა საქმეებში მორიგი თავხედური ჩარევა და ჩვენი საზოგადოებისთვის შეურაცხყოფის მიყენება
ბაჩიაშვილის საქმე უბრალოდ კომიკურია. ამ ბატონის ფიგურა, მისი წარსული და მისი აწმყო რომ განვიხილოთ, პირველ რიგში საქმე გვაქვს თაღლითობასთან
ოპოზიციისთვის არ დაგვიძალებია მანდატების დატოვება, გარე უფროსებმა ასე დაავალეს და თვითონ ისინი არიან პასუხისმგებლები, რომ ოპოზიცია ქუჩაშია დარჩენილი
არქივი