მებაჟე ოფიცრებმა სარფში 1 581 კაფსულა ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი აღმოაჩინეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
26 24 აპრილი 2025, 12:26

საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის და შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, 1 581 კაფსულა ფსიქოტროპული ნივთიერების (Pregabalin) შემცველი მედიკამენტის საქართველოს ტერიტორიაზე, უკანონო შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს.

საბაჟო კონტროლის ფარგლებში, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის ფიზიკური დათვალიერების შედეგად, სხეულზე მალულად განთავსებული, სამ შეკვრად დაფასოებული აკრძალული მედიკამენტები აღმოაჩინეს.

გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე და 263-ე მუხლების შესაბამისად შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მარკო რუბიომ თავი შეიკავა პირდაპირი პასუხისგან კითხვაზე, მიაჩნია თუ არა პუტინი ომის დამნაშავედ და აღნიშნა, რომ ახლა მთავარი ამოცანა ომის დასრულებაა
14 ივნისიდან სამგზავრო მატარებელი ერევანი-ბათუმი-ერევანის მიმართულებით იმოძრავებს
მარკო რუბიომ საქართველოს შესახებ ჯო უილსონის კითხვას უპასუხა
Euronews: ბელგიის ხელისუფლება ევროპარლამენტს კორუფციული სკანდალის გამო რამდენიმე დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოხსნას სთხოვს
Reuters: უკრაინა მომავალ კვირას ევროკავშირს მიმართავს, განიხილოს რუსეთის იზოლაციის მიზნით ახალი, მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა მას შემდეგ, რაც ტრამპმა სანქციების გამკაცრებაზე უარი თქვა
არქივი