ირაკლი ქარსელაძემ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობა დატოვა, მას რევაზ სოხაძე შეცვლის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
86 24 აპრილი 2025, 17:04

ირაკლი ქარსელაძემ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობა დატოვა, მას თბილისის საკრებულოს წევრი, სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რევაზ სოხაძე შეცვლის.

შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ირაკლი ქარსელაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ თხოვნით გუშინ მიმართა. ირაკლი კობახიძემ მინისტრის თანამდებობაზე ქარსელაძის საქმიანობა შეაფასა, როგორც წარმატებული და მადლობა გადაუხადა.

ირაკლი ქარსელაძემ მიიღო გადაწყვეტილება სახელმწიფო თანამდებობის დატოვების თაობაზე. შესაბამისი თხოვნით მან გუშინ მომმართა, რაზეც გვქონდა საუბარი. მინდა, პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო ირაკლი ქარსელაძეს, რომელიც წლების განმავლობაში დიდი წარმატებით ხელმძღვანელობდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს. მთელი ამ წლების განმავლობაში მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი: საავტომობილო გზების, წყალმომარაგების, მყარი ნარჩენების მართვის, საგანმანათლებლო და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების, მუნიციპალური განვითარების და მრავალი სხვა მიმართულებით. კიდევ ერთხელ მინდა ირაკლი ქარსელაძეს მადლობა გადავუხადო მის მიერ გაწეული საქმიანობისთვის და ბევრი წარმატებული პროექტისთვის, რომელიც მისი ხელმძღვანელობით და მის მიერ განხორციელდა.

ასევე, მინდა წარმოგიდგინოთ რევაზ სოხაძე რომელიც დაინიშნა მინისტრად. ის არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის სტაჟიანი წევრი, მას აქვს განათლება მიღებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჯერ მედიცინის, შემდეგ ფინანსების სპეციალობით. ის წლების განმავლობაში მუშაობდა კერძო სექტორში მაღალ მენეჯერულ პოზიციებზე. 2017 წლიდან არის თბილისის საკრებულოს წევრი, სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი და თბილისის საკრებულოს ურბანული განვითარების კომისიის თავმჯდომარე, მინდა რევაზ სოხაძეს ვუსურვო წარმატება მინისტრის პოზიციაზე“, - განაცხადა კობახიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პუტინი: რუსეთი მზად არის, უკრაინასთან მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი სტამბოლში გამართოს
კულტურის სამინისტრო: პაატა ბუჭულაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია რუსთაველის პრემიის შეწყვეტის შესახებ არის სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობა
ელენე ხოშტარია შიმშილობას იწყებს
მიხეილ სააკაშვილი - გახარია დაუშვებლად მიიჩნევს ჩემს გათავისუფლებას, ვინაიდან „ეს გამოიწვევდა დესტაბილიზაციას“, არ მგონია, თვითონ ახლა ძალიან სტაბილურად გრძნობდეს თავს
მამუკა მდინარაძე - ქვეყნის ლიდერი დღეს ჩვენ საქმეზე გველაპარაკებოდა, პარლამენტის ტრიბუნიდან პასუხისმგებლობიანი პოლიტიკოსის ხედვა მოვისმინეთ
არქივი