დონალდ ტრამპი - ყირიმი რუსეთს გადასცა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, ვფიქრობ, ყირიმის დაბრუნება ძალიან რთული იქნება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
32 25 აპრილი 2025, 00:34

ყირიმი რუსეთს გადასცა პრეზიდენტმა სახელად ბარაკ ჰუსეინ ობამამ. ვფიქრობ, ყირიმის დაბრუნება ძალიან რთული იქნება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ნორვეგიის პრემიერ-მინისტრთან, იონას გაჰრ სტიორესთან შეხვედრისას განაცხადა პასუხად ჟურნალისტის კითხვაზე: „ჯერ კიდევ თვლით, რომ უკრაინამ რაღაც ტერიტორიაზე უნდა თქვას უარი, რომ მშვიდობა მიიღოს?“

„დიახ, ეს იმაზეა დამოკიდებული, რა ტერიტორიაზეა საუბარი. ჩვენ ყველაფერს საუკეთესოდ გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია, უკრაინასთან ერთად ვიმუშავებთ, მაგრამ მათ უკვე ბევრი ტერიტორია დაკარგეს. როდესაც თქვენ ამბობთ ყირიმს, ყირიმი რუსეთს გადასცა პრეზიდენტმა სახელად ბარაკ ჰუსეინ ობამამ. ეს იყო 11 წლის წინ, ამას ჩემთან კავშირი არ აქვს, მათ მიიღეს გადაწყვეტილება, არ ყოფილა ბრძოლა, უბრალოდ გადასცეს. ახლა ამბობენ, რომ შეიძლება დაიბრუნონ? ვფიქრობ, ყირიმის დაბრუნება ძალიან რთული იქნება“, – განაცხადა ტრამპმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიხეილ ყაველაშვილი: ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, თუ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ჩაიდენს, სახელმწიფო ვალდებულია რეაგირება მოახდინოს, სხვანაირად გამორიცხულია, მაშინ სახელმწიფო არ ხარ
მიხეილ ყაველაშვილი ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო გადახედვაზე: ეს სპეკულაციაა, რომ ჩვენს საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვიონ და როგორმე მოხდეს ხელისუფლების ცვლილება
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ ვიქნებით თანმიმდევრული, თვის დროზე მოხდება არჩევნების თარიღის გამოცხადება და თავისუფალ გარემოში ყველას ექნება შესაძლებლობა, რომ მიიღოს ამ არჩევნებში მონაწილეობა
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენს რეგიონში სულ ახლახან იყო კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის და ერთ-ერთი დაინტერესებული მხარე ვართ ჩვენ, რომ დამთავრდეს კონფლიქტი. მადლობას მოვახსენებ ორივე ქვეყნის ხელისუფალს, რომ გამოთქვამენ მზადყოფნას
პრეზიდენტი 26 მაისს ოპოზიციის გეგმებზე: რამდენი თარიღი გაიარეს რომ რაღაცას აპირებდნენ, სინამდვილეში თარიღებით უნდათ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გამოიყვანონ, მაგრამ ხალხი აღარ გამოდის
არქივი