ანტიკორუფციული ბიურო 21 მაისს „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრას გამართავს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
46 25 აპრილი 2025, 17:39

ანტიკორუფციული ბიუროს ორგანიზებით, 21 მაისს „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება.

როგორც ანტიკორუფციული ბიუროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრის მიზანია, კანონთან დაკავშირებულ საკითხებზე საზოგადოების ინფორმირება.

„გაცნობებთ, რომ საქართველოს კანონი – „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ 2025 წლის 31 მაისს ამოქმედდება.

სსიპ ანტიკორუფციული ბიუროს ორგანიზებით, მიმდინარე წლის 21 მაისს ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრა. შეხვედრის მიზანია კანონთან დაკავშირებულ საკითხებზე საზოგადოების ინფორმირება.

შეხვედრაზე დასწრების მიზნით, დაინტერესებულმა პირებმა 2025 წლის 8 მაისის ჩათვლით უნდა შეავსონ სარეგისტრაციო განაცხადი ბმულზე. ამასთან, დაინტერესებულ პირებს ეძლევათ შესაძლებლობა, მითითებული ბმულის მეშვეობით გამოგზავნონ შეკითხვები კანონთან დაკავშირებულ საკითხებზე.

საინფორმაციო შეხვედრის შესახებ დეტალური ინფორმაცია რეგისტრირებულ მონაწილეებს ეცნობებათ 13 მაისს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
Bloomberg: ევროკავშირი რუსეთის 20 ბანკის SWIFT-დან გათიშვის წინადადებით გამოდის
ვლადიმერ ბოჟაძე ოპოზიციაზე: ისინი გეგმავენ 26 მაისს გარკვეულ დაპირისპირებას. ჩვენ ღირსეულად ჩავატარებთ 26 მაისს როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში
26 მაისს სამხედრო ფიცს 700-მდე წვევამდელი დადებს - სამხედრო ტექნიკა 21 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში გამოიფინება
ე.წ. ოპოზიცია იმაზეც ვერ თანხმდება, გირაო უნდა გადაიხადონ თუ არა და ესენი კოალიციურ მთავრობას შექმნიან და 11 მინისტრს აირჩევენ?
რადიკალებმა რამდენჯერაც რაიმე დააანონსეს, ვერაფერი ვერ შეასრულეს, რადგან სიმართლეს არ ემსახურებიან - ასე იქნება 26 მაისსაც
არქივი