ლაშა ხუციშვილი - სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკში გამართულ შეხვედრებზე ხაზგასმით ითქვა, რომ საქართველო მსოფლიო ეკონომიკაში განვითარებულ ცვლილებებს მომზადებული ხვდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
51 25 აპრილი 2025, 21:15

სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკში გამართულ შეხვედრებზე ხაზგასმით ითქვა, რომ საქართველო მსოფლიო ეკონომიკაში განვითარებულ ცვლილებებს ხვდება მომზადებული, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკში გამართულ შეხვედრებზე აღინიშნა, საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობით საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები და ამ რეფორმის შედეგები, რომელიც გამოიხატება მაღალ ეკონომიკურ ზრდაში, რომელიც ქვეყანაში ფიქსირდება ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, რაც არამხოლოდ რეგიონისთვის, არამედ მსოფლიოსთვის არის გამორჩეული, ასევეა მაკროეკონომიკური თვალსაზრისით შექმნილი ხელსაყრელი პირობები.

„ბუნებრივია, ეს არის შედეგები იმ რეფორმებისა, რომელსაც ვახორციელებთ, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და მსოფლიო ბანკთან ერთად. განახლებული პროგნოზები, რომელიც საქართველოსთან მიმართებით წარმოადგინეს, სრულად ასახავს იმ რეალობას, რაც ქვეყანაშია ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით. ეს მნიშვნელოვანია, მათ შორის, იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ სსფ-ის პროგნოზით მოლოდინია, რომ მსოფლიოში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შემცირდება და შესაბამისად, ამ მიმართულებით გაურკვევლობა გარკვეულწილად იმატებს. თუმცა, ამ მდგომარეობას მსოფლიო ეკონომიკაში, საქართველო ხვდება ძალიან მყარი პოზიციითა და მაღალი ეკონომიკური ზრდით. ასევე, ბევრი ფინანსური ბუფერით, რომელიც ქვეყანას იცავს ყველანაირი ტიპის პრობლემებისგან. ეს ცალსახად იქნა ხაზგასმული თითოეულ შეხვედრაზე, რომ საქართველო მსოფლიო ეკონომიკაში განვითარებულ ცვლილებებს ხვდება ძალიან მომზადებული და ეს მიმართულება ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის. ჩვენ, ასევე, შეხვედრები გვქონდა საინვესტიციო კომპანიებთან, საინვესტიციო ბანკების JP Morgan-სა და Bank of America-ს ორგანიზებით. დაფიქსირდა მაღალი ინტერესი საქართველოს ეკონომიკისადმი, გამოიკვეთა სექტორები, სადაც მაღალია ინტერესი ამერიკული კომპანიების მხრიდან. ესაა საფინანსო სექტორი, ლოგისტიკა ენერგეტიკის სექტორი, სადაც დაინტერესება ძალიან მაღალია იმისთვის, რომ ამერიკულმა კომპანიებმა ინვესტიციები განახორციელონ საქართველოში“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაზა შათირიშვილი: დღეს ცივილიზაციური რღვევის პროცესთან გვაქვს საქმე - ისეთი ინსტიტუციები, რომლებიც ჩვენ მარადიულები გვგონია, თითქოს საკუთარ იდენტობას კარგავენ
ზაზა შათირიშვილი: თუკი პირველი მსოფლიო ომი იყო ბრძოლა ნაციონალიზმებს შორის, მეორე მსოფლიო ომი იყო იდეოლოგიური დაპირისპირება, დღეს ზედაპირზე არის გეოპოლიტიკა, ხოლო სიღრმეში არის ღირებულებითი დაპირისპირება
შსს-ს ინფორმაციით, ნიკა მელია დაკავებულია ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას გულისხმობს
ნიკა გვარამია - ნიკა მელიას დაკავების არცერთი საფუძველი არ არსებობს - ფორმალურად არც გირაოს გადახდის ვადა გასულა, არც სასამართლოს გამოუტანია აღკვეთის შეცვლის გადაწყვეტილება
ადვოკატ გიორგი კონდახაშვილის განცხადებით, ნიკა მელია დააკავეს
არქივი