დიმიტრი პესკოვი - რუსეთის ხელისუფლება მზად არის, უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის ყოველგვარი წინაპირობის გარეშე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
44 27 აპრილი 2025, 08:52

რუსეთის ხელისუფლება მზად არის, უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, – ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა, დიმიტრი პესკოვმა გააკეთა.

მისი თქმით, ეს პოზიცია ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს მოსკოვში 25 აპრილს გამართული მოლაპარაკებებისას გააცნო. კრემლი ასევე იტყობინება, რომ შეხვედრაზე განიხილეს რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების შესაძლებლობა.

„შეხვედრისას ტრამპის წარმომადგენელ უიტკოფთან, ვლადიმერ პუტინმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული მხარე მზადაა, უკრაინასთან სამოლაპარაკებო პროცესის განახლებისთვის ყოველგვარი წინაპირობის გარეშე“, – განაცხადა პესკოვმა.

ცნობისთვის, 26 აპრილს ვატიკანში ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებების შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ „უკრაინა მზადაა უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მეუფე შიო: მხოლოდ სიმდაბლის მეშვეობით შეიძლება ადამიანმა მიაღწიოს სიწმინდეს და სულიერებას. სწორედ ამ თვისებებით გამოირჩევა წმინდა ნიკოლოზი, ამაში უნდა მივბაძოთ მას, რადგან ეს ყველაზე მეტად გვჭირდება
ზურაბ ჯაფარიძე - ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ
ზურაბ ჯაფარიძის საქმის პროკურორი - სასამართლომ სრულად კანონიერად მიიღო გადაწყვეტილება - ბრალდებული სხდომათა დარბაზში დაცვის გარეშე მისი ადვოკატების პერფორმანსით დარჩა
ალენ ბერსე - რაც მიუღებლად მიიჩნევა საქართველოში ან უნგრეთში, იგივე საზომით უნდა ფასდებოდეს გერმანიაში ან რუმინეთში
პროკურატურა ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს პატიმრობა შეუფარდეს
არქივი