დღესაც ვმუშაობ აქციებზე. ამას წინათ ვიღაც ქალბატონი მოვიდა და დედა მაგინა პოლიციელების წინ. არაფერს ვაფუჭებდი, უბრალოდ ვარ საზოგადოებრივი მაუწყებლის ფოტოგრაფი, ამან გამოიწვია აგრესია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
37 30 აპრილი 2025, 14:38
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც „ფოტოგრაფების საქმის“ განხილვა მიმდინარეობს, პოლიტპატიმარი ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე საუბრობს. 

ირაკლი გედენიძემ კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის კითხვის პასუხად, რომ აქვს თუ არა დღეს მას აგრესია, განაცხადა, რომ არა. მისი თქმით, ის დღესაც მუშაობს აქციებზე და მიუხედავად პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა, ის მაინც ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას. 

„აგრესია არ მაქვს. მე დღესაც  ვმუშაობ აქციებზე. ამას წინათ, პოლიციელების კორდონთან ვდგავარ,  ვიღაც ქალბატონი მოვიდა და დედა მაგინა პოლიციელების წინ. მე ხმა არ გავეცი. არაფერს ვაფუჭებდი, უბრალოდ ვარ საზოგადოებრივი მაუწყებლის ფოტოგრაფი, ამან გამოიწვია [აგრესია]. 9 აპრილს ვიღაც ნიღბიანმა, ახალგაზრდა ბიჭმა, რომელიც ჩემს შვილზე პატარაა, ხელი მტაცა აპარატზე და მეჯიკავა, რომ არ გადავიღო იქ რაც ხდება. გამჯდარი მაქვს, რომ მე იქ უნდა ვიმუშაო, კადრი უნდა გავაკეთო, რაც ხდება. ვუთხარი ასაკს მაინც ეცი პატივი მეთქი“-განაცხადა ირაკლი გედენიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ელენე ხოშტარია მამუკა ხაზარაძეს - რადგან დისკუსია გახსნილია, დიდი პატივისცემით და პარტნიორული სულისკვეთებით გთავაზობთ, დავსხდეთ, ვიმსჯელოთ პირდაპირ ეთერში, რომელშიც გინდათ, როცა გინდათ
მამუკა ხაზარაძე - გახსოვთ, გაიფიცა მცირე და საშუალო ბიზნესი, ისევე როგორც ორჯერ შევიკრიბეთ „ალტერნატიული პარლამენტის“ ფორმატში, მაგრამ ორივე მოკვდა, ვიღაც უშლის ამას ხელს, ყველაფერი ბიძინას კი არ უნდა დააბრალო
თამარ ჩერგოლეიშვილი - მამუკა ხაზარაძეს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობით მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსის მიღება სურს
დონალდ ტრამპი - ილონ მასკს სრულიად აქვს გონება დაკარგული
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა მაისის თვეში სამართალდარღვევის 86 ფაქტი გამოავლინეს
არქივი