მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში გაერო-ს განვითარების საკოორდინაციო ოფისის (DCO) რეგიონულ დირექტორთან, გვი იეპ სონთან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
45 30 აპრილი 2025, 23:09

საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში გაერო-ს განვითარების საკოორდინაციო ოფისის (DCO) რეგიონულ დირექტორთან, გვი იეპ სონთან.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და გაერო-ს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე, პრიორიტეტულ მიმართულებებსა და სამომავლო გეგმებზე.

საუბარი შეეხო განვითარების თვალსაზრისით საქართველოსთვის პრიორიტეტულ მიმართულებებს, განსაკუთრებით აღინიშნა რეგიონალური, ეკონომიკური და ინფრასტრუქტურის კუთხით არსებული გეგმები და ამ თვალსაზრისით გაერო-სთან თანამშრომლობის შესაძლებლობები.

ხაზი გაესვა მდგრადი განვითარების 2030 წლის მიზნების განხორციელებაში ორგანიზაციის მხარდაჭერას და საქართველოს ხელისუფლების მზაობას აქტიურად ითანამშრომლოს აღნიშნული მიზნების იმპლემენტაციის პროცესში, მათ შორის „გაერო-ს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის 2026-2030 წლების ხელშეკრულების“ შემუშავების საკითხზე.

ყურადღება ასევე დაეთმო რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებულ უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ ვითარებას.

გაერო-ს წარმომადგენელი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრებს მართავს ასევე საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და დარგობრივი უწყებების წარმომადგენლებთან.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აბსურდულია საუბარი იმაზე, რომ არის ქართველი ხალხი და აქეთ არის ხელისუფლება, ხელისუფლებას ირჩევს ხალხი და ყველამ პატივი უნდა სცეს დემოკრატიის კონცეფციას
ოპოზიციის რეაქციები ტრამპის წერილთან დაკავშირებით იყო სრული ისტერიკა, სახე დაკარგეს
მგონია, რომ რობინ დანიგანს სურდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა, თუმცა აქაც ჩაერია „დიფ სთეითის“ ხელი და ღონისძიებამ აშშ-ის ელჩის გარეშე ჩაიარა
პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას ვთავაზობთ სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით სტრატეგიული პარტნიორობის განახლებას
აშშ-ის ერთი წერილის ადრესატი იყო პირდაპირ ხალხი და პრეზიდენტ ტრამპის წერილში პირდაპირ საუბარია მთავრობასთან თანამშრომლობის განვითარებაზე, ეს დუბლირება წარმოაჩენს ტრამპის ადმინისტრაციასა და დიფ სთეითს შორის დაპირისპირებას
არქივი