ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელზე: ბიუჯეტი სრულდება გადაჭარბებით და იმის საფუძველი, რომ წლის მეორე ნახევარში არსებითად განსხვავებული ეკონომიკური ფაქტორები იქნება, ნამდვილად არ არსებობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
26 01 მაისი 2025, 00:17

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა კიდევ ერთხელ ისაუბრა 2025 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის მონაცემებზე და აღნიშნა, რომ იანვარ-მარტის ბიუჯეტი შესრულებულია 102%-იანი გადაჭარბებით.

„ბოლო დღეებში მოვისმინეთ სპეკულაციები საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებით. 102%-ით შესრულებული ბიუჯეტის ე.წ. „გასაღება“ ბიუჯეტის შეუსრულებლობად ჩვენს ოპონენტებსაც გაუჭირდათ. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ არანაირი პრობლემა ბიუჯეტის შესრულებას არ აქვს. ჩვენ ბოლო 4 წლის განმავლობაში ვისმენთ, რომ არსებობს „დაანონსებული საბიუჯეტო კრიზისი“, თუმცა საქართველოს ბიუჯეტი ყოველთვის სრულდება მნიშვნელოვანი გადაჭარბებით. საქართველოში ფიქსირდება მაღალი ეკონომიკური ზრდა. დღეს არსებული მონაცემებით, საშუალო 9.3%-ია. ფინანსთა სამინისტროს მიერ მიმდინარე წლის ბიუჯეტი დაგეგმილია კონსერვატიულად - 6%-იან ეკონომიკურ ზრდაზე და არსებული ტენდენციით, ბიუჯეტის შესრულებას არანაირი პრობლემა არ აქვს. ბიუჯეტი სრულდება გადაჭარბებით და იმის საფუძველი, რომ წლის მეორე ნახევარში არსებითად განსხვავებული ეკონომიკური ფაქტორები იქნება, ნამდვილად არ არსებობს“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჰამბურგში დანით შეიარაღებული პირი მოქალაქეებს თავს დაესხა და 12 ადამიანი დაჭრა
აზერბაიჯანში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა
ჩეხეთის საგარეო უწყება - შეშფოთებულები ვართ ზურაბ ჯაფარიძის დაკავებით - საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებების უხეში შელახვისა და „იმედში“ სპეციალური დანიშნულების რაზმის შეჭრის ფაქტები განიხილა
სოზარ სუბარი აშშ-ის საელჩოში სალომე ზურაბიშვილის კონსულტაციების შესახებ ინფორმაციაზე: მინიმუმ განმარტება უნდა მოვისმინოთ ამერიკის საელჩოსგან, რას შეეხებოდა ეს შეხვედრა
არქივი