ირაკლი კობახიძე: 2024 წელს გვქონდა დადებითი მიგრაციული სალდო - ჩვენი ამოცანაა მაქსიმალურად დავაბრუნოთ ჩვენი ემიგრანტები ჩვენს ქვეყანაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
22 01 მაისი 2025, 11:55

2024 წელს ჩვენ გვქონდა დადებითი მიგრაციული სალდო, ანუ ქვეყანა დატოვა იმაზე ნაკლებმა ადამიანმა, ვიდრე ქვეყანაში დაბრუნდა, დაახლოებით 850 ადამიანით მეტი შემოვიდა, ვიდრე ქვეყნიდან გავიდა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.

პრემიერის თქმით, მთავრობის ამოცანაა, მაქსიმალურად დააბრუნოს ემიგრანტები სამშობლოში.

„2024 წელს ჩვენ გვქონდა დადებითი მიგრაციული სალდო, ანუ ქვეყანა დატოვა იმაზე ნაკლებმა ადამიანმა, ვიდრე ქვეყანაში დაბრუნდა. მათ შორის, კონკრეტულად, საქართველოს მოქალაქეების ნაწილშიც გვაქვს დადებითი მიგრაციული სალდო ქვეყანაში. დაახლოებით 850 ადამიანით მეტი შემოვიდა, ვიდრე ქვეყნიდან გავიდა. ჩვენი ამოცანაა, რომ მაქსიმალურად დავაბრუნოთ ჩვენი ემიგრანტები ჩვენს ქვეყანაში და ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება. რაც შეეხება სხვა დემოგრაფიულ მაჩვენებლებს, როგორის არის დაბადების მაჩვენებელი, ქორწინება-განქორწინების მაჩვენებელი, აქ სამწუხაროდ, გვაქვს არასახარბიელო ვითარება და ამ საკითხზეც არის აქტიურად სამუშაო“, - განაცხადა პრემიერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სოზარ სუბარი: კომისიის ყოველ სხდომაზე მოსმენილი ისტორიები გამაოგნებელია იმ სისასტიკით, რაც ახასიათებდა სააკაშვილის რეჟიმს და იმედი მაქვს, დადგება დრო, როცა გურამ შარაძის საქმეზე საზოგადოება სიმართლეს გაიგებს
Reuters: ტრამპის ადმინისტრაციამ ჰარვარდის უნივერსიტეტს უცხოელი სტუდენტების მიღება აუკრძალა
ნიკა მელია - მივიღე გადაწყვეტილება, 29 მაისს სასამართლოში არ მივიდე, პატიმრობისთვის მომზადებას არ ვაპირებ
ვაშინგტონში ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომლის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ბრალი წაუყენეს
მიხეილ ყაველაშვილი - ადრე ვიყავით დამოკიდებული, მოიწონებდა თუ არა რომელიმე ევროპარლამენტარი ან ელჩი ჩვენს გადაწყვეტილებას, გაიზარდა ჩვენი საზოგადოება, აბსოლუტურად სხვა რეალობაა
არქივი