ვოლოდიმირ ზელენსკი - წიაღისეული შესახებ შეთანხმება სამართლიანია და რატიფიკაციისთვის რადას წარედგინება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
79 01 მაისი 2025, 21:16

წიაღისეული შესახებ შეთანხმება სამართლიანია და რატიფიკაციისთვის რადას წარედგინება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკის თქმით, უკრაინის მთავრობა დაინტერესებულია, რომ შეთანხმებაში შეფერხებები არ იყოს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეაქო სამთავრობო გუნდი, რომელმაც ამერიკელებთან შეთანხმებაზე იმუშავა და აღნიშნა, რომ დოკუმენტი მომზადების პროცესში მნიშვნელოვნად შეიცვალა. ზელენსკის განცხადებით, ეს ახლა ნამდვილად თანასწორი შეთანხმებაა, რომელიც უკრაინაში მნიშვნელოვანი ინვესტიციებისა და უკრაინაში წარმოების მნიშვნელოვანი მოდერნიზაციის შესაძლებლობას ქმნის.

გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ წიაღისეულთან დაკავშირებით შეთანხმების ხელმოწერა, ფაქტობრივად, ვატიკანში აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრის პირველი შედეგია.

„შეთანხმებაში ვალი არ არის და იქმნება ფონდი – აღდგენის ფონდი, რომელიც უკრაინაში ინვესტირებას განახორციელებს და ფულს აქ გამოიმუშავებს. ეს არის ამერიკასთან ერთად სამართლიანი პირობებით მუშაობა, როდესაც როგორც უკრაინის სახელმწიფოს, ასევე შეერთებულ შტატებს, პარტნიორობით შეუძლიათ ფულის გამომუშავება, რაც თავდაცვაში გვეხმარება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

აშშ-მა და უკრაინამ ხელი მოაწერეს წიაღისეულის შეთანხმებას და საინვესტიციო ფონდის შექმნაზე შეთანხმდნენ. 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჩვენი განზრახვაა, მოვამზადოთ სარჩელი, რომელიც შევა საკონსტიტუციო სასამართლოში და ვფიქრობთ, ყველანაირი საფუძველი იქნება იმისთვის, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, მასთან დაკავშირებული პარტიები არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს
პუტინი ვატიკანში სამშვიდობო მოლაპარაკებების გაგრძელებას არ ეთანხმება
შეურაცხმყოფელი იყო სახელმწიფოსთვის ის ფორმა, რომლითაც ბაჩიაშვილმა თავის დროზე დატოვა ქვეყანა და ამ ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ის, რომ სამართლის უზენაესობა აღდგა და კანონი აღსრულდა
ზურაბიშვილამდე რომ დაიყვანეს ოპოზიცია, მაგიტომ იყო გამოსული 3000 კაცი გუშინ და მაგიტომ დადის 150 კაცი ყოველდღე
მერცი: პუტინი არ არის დაინტერესებული სამშვიდობო დარეგულირებით - ამიტომაც უნდა მოვემზადოთ უფრო ხანგრძლივი ომისთვის
არქივი