ომბუდსმენის აპარატი - 11 წლის განმავლობაში სახალხო დამცველმა სავარაუდო დისკრიმინაციის 1500-ზე მეტი ფაქტი შეისწავლა, რომელთა საფუძველზე, 110 რეკომენდაცია, 53 ზოგადი წინადადება გამოსცა და გააფორმა 4 მორიგების აქტი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
32 02 მაისი 2025, 22:12

2025 წლის 2 მაისს 11 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული მექანიზმი შეიქმნა - არაერთი პოზიტიური ნაბიჯი გადაიდგა. თუმცა, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები არაერთი გამოწვევის საფუძველი გახდა, - ამის შესახებ განცხადებას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

განცხადების თანახმად, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ ხელი შეუწყოს თანასწორი საზოგადოების მშენებლობას და ამ მიზნის შესაბამისი საკანონმდებლო და აღმასრულებელი პოლიტიკა გაატაროს.

„11 წლის განმავლობაში სახალხო დამცველმა სავარაუდო დისკრიმინაციის 1500-ზე მეტი ფაქტი შეისწავლა, რომელთა საფუძველზე, 110 რეკომენდაცია, 53 ზოგადი წინადადება გამოსცა და გააფორმა 4 მორიგების აქტი. ამასთან, 28 სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა. თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით შესაბამის მოპასუხეებს 26 მიმართვა გაუგზავნა და კონკრეტული ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდა. მომზადდა 13 სპეციალური ანგარიში, 1 სახელმძღვანელო, 6 ვიდეორგოლი და 2 ელექტრონული სასწავლო კურსი.

2014 წლიდან მოყოლებული, ეროვნული ანტი-დისკრიმინაციული მექანიზმის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვადასხვა საჯარო დაწესებულებისა და კერძო კომპანიის ძალისხმევით, ქვეყანაში თანასწორუფლებიანობის კუთხით არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, არაერთი პოზიტიური ნაბიჯი გადაიდგა. თუმცა, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები არაერთი გამოწვევის საფუძველი გახდა.

მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ ხელი შეუწყოს თანასწორი საზოგადოების მშენებლობას და ამ მიზნის შესაბამისი საკანონმდებლო და აღმასრულებელი პოლიტიკა გაატაროს.

თავის მხრივ, თანასწორობის ეროვნული ორგანო აქტიურად გააგრძელებს დისკრიმინაციის პრევენციაზე ორიენტირებულ საქმისწარმოებას, ცნობიერების ამაღლების აქტივობებს, თანასწორობის საკითხებზე მომუშავე აქტორებთან თანამშრომლობას და ანტი-დისკრიმინაციული პოლიტიკის ადვოკატირებას”, - ნათქვამია განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სოზარ სუბარი „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმზე: ეს იყო რეკეტის დაკანონებული სისტემა, რომელიც იყო დამყარებული შიშსა და უსიტყვო მორჩილებაზე
სუბარი „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის ციხეზე: უმრავლესობა ელჩებისა პირად საუბრებში ამბობდნენ, რომ ისეთი კატასტროფა, რაც ხდება საქართველოში არ ხდება მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში. როცა ვეკითხებოდი-რატომ, იყო დუმილი, ლაპარაკის უფლება არ ჰქონდათ
სადარბაზოების რეაბილიტაცია მთაწმინდაზე
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 15 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე გაემგზავრა
არქივი