თბილისის მერიამ სადგურის მოედანთან დამწვარი ბაზრობის ტერიტორიის დასუფთავება დაიწყო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
50 03 მაისი 2025, 19:31

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურებმა, სადგურის მოედნის მიმდებარედ, ხანძრის შედეგად დამწვარი ბაზრობის ტერიტორიის დასუფთავება და დაზიანებული კონსტრუქციების დემონტაჟი დაიწყეს.

სამუშაოებს მუნიციპალური ინსპექციის კონტრაქტორი კომპანია, შესაბამისი ნორმების დაცვით, განახორციელებს.
ბაზრობის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე, თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროს გოგი ჩიქოვანთან ერთად გაეცნო.

ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის წარმომადგენლები.

თბილისის ვიცე-მერი ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებსაც შეხვდა, რომელთაც გამოხატეს მადლიერება თბილისის მერიის მხრიდან ოპერატიული რეაგირების გამო.

აღინიშნა, რომ გაგრძელდება სამუშაო შეხვედრები ხანძრის შედეგად დაზარალებულთა საინიციატივო ჯგუფთან, რათა დადგინდეს ზარალის მასშტაბი და თბილისის მერიამ შეძლოს რიგი დახმარების გაწევა დაზარალებულებისთვის.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შეურაცხმყოფელი იყო სახელმწიფოსთვის ის ფორმა, რომლითაც ბაჩიაშვილმა თავის დროზე დატოვა ქვეყანა და ამ ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ის, რომ სამართლის უზენაესობა აღდგა და კანონი აღსრულდა
ზურაბიშვილამდე რომ დაიყვანეს ოპოზიცია, მაგიტომ იყო გამოსული 3000 კაცი გუშინ და მაგიტომ დადის 150 კაცი ყოველდღე
მერცი: პუტინი არ არის დაინტერესებული სამშვიდობო დარეგულირებით - ამიტომაც უნდა მოვემზადოთ უფრო ხანგრძლივი ომისთვის
დიმიტრი მედვედევი ტრამპის განცხადებაზე - მე მხოლოდ ერთი ნამდვილად ცუდი რამ ვიცი - მესამე მსოფლიო ომი
ჩვენთვის საინტერესო არ არის თუ ვინ მიიღებს, ან არ მიიღებს მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, შედეგი დადგება ერთი - 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ
არქივი