კახა კალაძე - ალექსანდრე ჩივაძე იყო კაპიტანი მაშინ, როდესაც თბილისის „დინამომ“ მოიპოვა ყველაზე დიდი გამარჯვება, მას უდიდესი როლი აქვს შეტანილი პროფესიონალ ფეხბურთელად ჩემს ჩამოყალიბებაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
70 03 მაისი 2025, 19:32

ალექსანდრე ჩივაძეს უდიდესი როლი აქვს შეტანილი პროფესიონალად, წარმატებულ ფეხბურთელად ჩემს ჩამოყალიბებაში, ამას ძალიან ვაფასებ და მადლიერი ვარ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ფეხბურთელ ალექსანდრე ჩივაძის 70 წლის საიუბილეო საღამოზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, თბილისის „დინამოს“ მიერ ევროპის ქვეყნების თასების თასის მოპოვებამ დიდი სიხარული მოუტანა ქართველს ხალხს.

„ალექსანდრე ჩივაძე იყო თბილისის „დინამოს“ კაპიტანი მაშინ, როდესაც „დინამომ“ მოიპოვა ყველაზე დიდი გამარჯვება – მოიგო ევროპის ქვეყნების თასების თასი. ამ გამარჯვებამ ძალიან დიდი სიხარული მოუტანა ქართველ ხალხს. ყველა იქ მოთამაშე ფეხბურთელი იქცა ლეგენდად, ქართველი ხალხის საყვარელ ადამიანად. მე, სულ რაღაც 18 წლის ბიჭი ვიყავი, როდესაც პირველად, თქვენი ხელმძღვანელობით, მომეცა შესაძლებლობა, ჩემი დებიუტი შემდგარიყო საქართველოს ეროვნულ ნაკრებში. თქვენ უდიდესი როლი გაქვთ შეტანილი პროფესიონალად, წარმატებულ ფეხბურთელად ჩემს ჩამოყალიბებაში. ამას ძალიან ვაფასებ და მადლიერი ვარ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ანკარაში „ტყუპებად“ წოდებული თურქეთის პალატებისა და ბირჟების გაერთიანების „TOBB“ შენობა საქართველოს დროშის ფერებში განათდა
შალვა პაპუაშვილი - არსებობს ის, რაც ჩვენია და ის, რაც სხვისია, ამის გარჩევა უნდა შეგვეძლოს, პატრიოტიზმი ჩვენის და სხვისის გარჩევაა, სწორედ ამიტომ, ეს დღე ჩვენია, გილოცავთ 26 მაისს
26 მაისთან დაკავშირებით, სხვადასხვა ქვეყნის ღირსშესანიშნაობები საქართველოს დროშის ფერებში განათდა
გრიგოლ გეგელიაზე თავდასხმის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
დავით მარდალეიშვილი ერეკლე გეწაძეს, რომელმაც რუსეთის დროშა შეურაცხყო: შენს ასეთ საქციელს, შეიძლება, დღეს, მოსკოვში, რომელიმე კავკასიელის სიცოცხლეც შეეწიროს, წითელ მოედანზე გააკეთე იგივე, თუ ვაჟკაცი ხარ
არქივი