ევროკავშირის პრესსპიკერი - ევროკავშირი გმობს რუსეთის გადაწყვეტილებას, დაიწყოს ფრენები ოკუპირებულ სოხუმში, რაც წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევის კიდევ ერთ ნაბიჯს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
31 03 მაისი 2025, 20:08

ევროკავშირი გმობს რუსეთის ფედერაციის ცალმხრივ გადაწყვეტილებას, დაიწყოს რეგულარული კომერციული სამგზავრო ფრენები სოხუმში, საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში, – ამის შესახებ განცხადებას საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერი ანუარ ელ ანუნი ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ქმედება, რომელიც განხორციელდა ქართული ხელისუფლების თანხმობის გარეშე, წარმოადგენს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის კიდევ ერთ ნაბიჯს.

„ევროკავშირი გმობს რუსეთის ფედერაციის ცალმხრივ გადაწყვეტილებას, დაიწყოს რეგულარული კომერციული სამგზავრო ფრენები სოხუმში, საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში. ეს ქმედება, რომელიც განხორციელდა ქართული ხელისუფლების თანხმობის გარეშე და სოხუმის აეროპორტისთვის აუცილებელი საერთაშორისო საავიაციო კოდექსის არარსებობის პირობებში, წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის კიდევ ერთ ნაბიჯს. ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – ნათქვამია განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფო დეპარტამენტი: დონალდ ტრამპის ბოლო განცხადებები უკრაინაში ომზე, სადაც ის აკრიტიკებს ვლადიმირ პუტინს, არ უნდა განიხილებოდეს როგორც იმედგაცრუება
ჩვენი განზრახვაა, მოვამზადოთ სარჩელი, რომელიც შევა საკონსტიტუციო სასამართლოში და ვფიქრობთ, ყველანაირი საფუძველი იქნება იმისთვის, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, მასთან დაკავშირებული პარტიები არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს
პუტინი ვატიკანში სამშვიდობო მოლაპარაკებების გაგრძელებას არ ეთანხმება
შეურაცხმყოფელი იყო სახელმწიფოსთვის ის ფორმა, რომლითაც ბაჩიაშვილმა თავის დროზე დატოვა ქვეყანა და ამ ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ის, რომ სამართლის უზენაესობა აღდგა და კანონი აღსრულდა
ზურაბიშვილამდე რომ დაიყვანეს ოპოზიცია, მაგიტომ იყო გამოსული 3000 კაცი გუშინ და მაგიტომ დადის 150 კაცი ყოველდღე
არქივი