ვახტანგ გომელაურმა გურიის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო თათბირი გამართა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
17 05 მაისი 2025, 11:41

ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა და მინისტრის პირველმა მოადგილემ როლანდ მესხმა, გურიის პოლიციის დეპარტამენტის დანაყოფების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართეს. ვახტანგ გომელაურმა რეგიონის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირებისგან მათ სამოქმედო ტერიტორიაზე დანაშაულთან ბრძოლის, ასევე, საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა და სამუშაო პროცესთან დაკავშირებით შესაბამისი დავალებები მისცა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში დანაშაულის სტატისტიკას და გახსნის მაჩვენებელს. ვახტანგ გომელაურმა გურიის რეგიონში, დიდთოვლობის დროს გაწეული სამუშაოსთვის, პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა სამუშაო თათბირზე, ასევე, ყურადღება გაამახვილა სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებებზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ანკარაში „ტყუპებად“ წოდებული თურქეთის პალატებისა და ბირჟების გაერთიანების „TOBB“ შენობა საქართველოს დროშის ფერებში განათდა
შალვა პაპუაშვილი - არსებობს ის, რაც ჩვენია და ის, რაც სხვისია, ამის გარჩევა უნდა შეგვეძლოს, პატრიოტიზმი ჩვენის და სხვისის გარჩევაა, სწორედ ამიტომ, ეს დღე ჩვენია, გილოცავთ 26 მაისს
26 მაისთან დაკავშირებით, სხვადასხვა ქვეყნის ღირსშესანიშნაობები საქართველოს დროშის ფერებში განათდა
გრიგოლ გეგელიაზე თავდასხმის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
დავით მარდალეიშვილი ერეკლე გეწაძეს, რომელმაც რუსეთის დროშა შეურაცხყო: შენს ასეთ საქციელს, შეიძლება, დღეს, მოსკოვში, რომელიმე კავკასიელის სიცოცხლეც შეეწიროს, წითელ მოედანზე გააკეთე იგივე, თუ ვაჟკაცი ხარ
არქივი