საქართველოს ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების მიზნით საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის შეთანხმება გაფორმდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
19 05 მაისი 2025, 16:45

აზიის განვითარების ბანკის (ADB) 58-ე წლიურ შეხვედრაზე საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის ხელი მოეწერა „ენერგიის შემნახველი და მწვანე წყალბადის აირის განვითარების პროექტის“ სასესხო შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსთვის დაახლოებით 98 მილიონი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას.

სასესხო შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის განვითარების ბანკის მუდმივი მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში, ლესლი ბერმან ლამმა.

პროექტი ითვალისწინებს კლიმატმედეგი ენერგიის შემნახველი სისტემის (BESS) მოწყობას ქსნის ქვესადგურის ტერიტორიაზე, ასევე, შეისწავლის მწვანე წყალბადის განვითარების შესაძლებლობებს, BESS-ის ოპერაციების პრაქტიკულ სწავლებასა და ტექნიკური ცოდნის გაზიარებას სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ (GSE).

პროექტის განხორციელება უზრუნველყოფს საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობის, მოქნილობისა და უსაფრთხოების ამაღლებას, ამასთანავე, ელექტროენერგიის ხარისხის გაუმჯობესებას და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს, როგორც ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების ამაღლებაში, ასევე, ზოგადად, საქართველოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ალარ კარისი - გულთბილ სურვილებს ვუგზავნი ქართველ ხალხს, თავისუფლება, ერთხელ მოპოვებული, უნდა იყოს დაცული, დაე, ყოველთვის გქონდეთ ძალა ამის გასაკეთებლად
შვედეთის საელჩო - ძვირფასო ქართველებო, გულთბილად გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, მტკიცედ ვდგავართ ქართველი ხალხისა და მათი ევროპული მისწრაფებების გვერდით
ირაკლი კობახიძე საზოგადოებას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
ანკარაში „ტყუპებად“ წოდებული თურქეთის პალატებისა და ბირჟების გაერთიანების „TOBB“ შენობა საქართველოს დროშის ფერებში განათდა
შალვა პაპუაშვილი - არსებობს ის, რაც ჩვენია და ის, რაც სხვისია, ამის გარჩევა უნდა შეგვეძლოს, პატრიოტიზმი ჩვენის და სხვისის გარჩევაა, სწორედ ამიტომ, ეს დღე ჩვენია, გილოცავთ 26 მაისს
არქივი