სოზარ სუბარი - ე.წ. ზილების რევოლუციის საქმე იყო რეჟიმის შემზარავი სახე, სადაც არ არსებობდა ადამიანის არცერთი უფლება და თავისუფლება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
20 05 მაისი 2025, 16:46

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა „2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე გოჩა კაკოიშვილის უფლებების შელახვის განხილვისას „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს მედიის მუშაობის პრინციპი გაიხსენა.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ ნაწამები გოჩა კაკოიშვილის ამბის მოსასმენად ყველა ტელევიზია მივიდა, თუმცა მხოლოდ ერთმა მცირე ტელევიზიამ გააშუქა.

„კიდევ ერთხელ მინდა, გავიხსენო ის შემზარავი დუმილი, რაც მაშინ ქართულ მედიაში იყო გამეფებული. როდესაც ასეთ ნაწამებ ადამიანთან მიდიან ჟურნალისტები ყველა ტელევიზიიდან და ბოლოს არცერთი, ერთი პატარა ტელევიზიის გარდა, არ აშუქებს ამ ფაქტს, ეს ყველაზე მკაფიოდ წარმოაჩენს რეჟიმის შემზარავ სახეს, სადაც არ არსებობდა ადამიანის არცერთი უფლება და თავისუფლება. სიტყვის თავისუფლება არათუ არ არსებობდა, უარესი – მედია მთლიანად რეჟიმის სამსახურში იყო ჩამდგარი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გივი მიქანაძე: საქართველოს დელეგაციამ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე მიაწოდა დეტალური ინფორმაცია, რომელიც დაფუძნებულია კონკრეტულ ფაქტებზე, კონკრეტულ მტკიცებულებებზე
რეჯეფ თაიფ ერდოღანი მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს - მაქვს რწმენა, ჩვენს ხალხებს შორის საერთო ინტერესებზე დამყარებული სტრატეგიული ურთიერთობები უფრო განმტკიცდება
დიდი ბრიტანეთის, ესპანეთისა და ნიდერლანდების მონარქები საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
საქართველოში ლატვიის საელჩო - შეშფოთებული ვართ ზურაბ ჯაფარიძის დაკავების გამო, ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიული ქმედებები ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება
26 მაისთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა გაიმართა
არქივი