მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობას აღნიშნავს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
21 05 მაისი 2025, 23:54

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობას აღნიშნავს.

ამასთან დაკავშირებით ტაძრებში საღმრთო ლიტურგია ჩატარდება.

წმინდა საკვირველმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ.

წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, წმინდა გიორგი რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა. ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა. მან მრავალი სატანჯველი დაითმინა, მათ შორის - ბორბალზე გაკვრა. წმინდანს 303 წელს თავი მოკვეთეს. წმინდა გიორგი 30 წლის ასაკში ეწამა. იგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი.

ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას ორჯერ დღესასწაულობს: 6 მაისს - წმინდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს - მისი ბორბალზე წამების დღეს. ამ უკანასკნელ დღესასწაულს ქართული ეწოდება, რადგან სხვა ეკლესიებში საქართველოდან გადავიდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შიდა ქართლის პოლიციამ ავტომობილის ქურდობაში ბრალდებული დააკავა
პროკურატურამ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
შალვა პაპუაშვილი: როგორც მელიას შემთხვევაში, ახლაც, სტრასბურგის გადაწყვეტილებამდე, ლიეტუვის ხელისუფლება გააგრძელებს საქართველოს რეპუტაციის დაზიანებას, ხოლო სტრასბურგი რომ უსაფუძვლო თავდასხმაში ამხელს, ბოდიშსაც არ მოიხდის
ნიკა გვარამია - გამორთეს ანძიდან ტელევიზია, გადაწყვეტილების მიმღებს ეგონა, რომ ანძაზეა მიბმული ყველა მაყურებელი, მაგრამ ტელევიზორს ვინც არ უყურებდა, ყველამ უყურა პირდაპირ ეთერში „იმედის“ დარბევას
კანის 78-ე კინოფესტივალის ოქროს პალმის რტო ირანელი რეჟისორის ფილმს მიანიჭეს
არქივი