პიტერ სიიარტო: უნგრელი ხალხის და არა უკრაინის პრეზიდენტის გადასაწყვეტია, შეუძლია თუ არა უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
35 06 მაისი 2025, 09:34
საბედნიეროდ, ამას არა ის, არამედ უნგრელი ხალხი გადაწყვეტს, - ასე ეხმაურება უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, რომლის თანახმადაც, უნგრელთა უმეტესობა მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას.

სიიარტოს კომენტარს სოციალურ ქსელში უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი, ზოლტან კოვაჩი ავრცელებს.

„უნგრელი ხალხის და არა უკრაინის პრეზიდენტის გადასაწყვეტია, შეუძლია თუ არა უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანება. საბედნიეროდ, ამას არა ის, არამედ უნგრელი ხალხი გადაწყვეტს“, - აღნიშნა სიიარტომ.

მისი თქმით, ბრიუსელმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებული გზა შექმნა, რასაც სერიოზული შედეგები მოჰყვება უნგრეთისთვის.

მან მოქალაქეებს მოუწოდა, მონაწილეობა მიიღონ რეფერენდუმში, რათა გამოხატონ საკუთარი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით.

„თუ ხალხს ეს არ სურს, მათ შეუძლიათ მარტივად შეაჩერონ ეს Voks 2025-ის კენჭისყრაში მონაწილეობით და ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი აზრის მკაფიოდ გამოხატვით. როგორიც არ უნდა იყოს უნგრელი ხალხის პოზიცია, ჩვენ მას წარმოვადგენთ“, - აღნიშნა სიიარტომ.

შეგახსენებთ, ზელენსკიმ განაცხადა, რომ უნგრელების აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის პოზიციის მიუხედავად, რომელმაც შესაბამისი ღია გამოკითხვა დააინიცირა.

“სხვათა შორის, ორბანის ოპოზიციამ ღია გამოკითხვა მოამზადა ყველა უნგრელისთვის. 70% მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას. ანუ უნგრეთში ხალხი ჩვენ მხარესაა. თქვენ იცით, რომ მან [ორბანმა] გამოკითხვა მოამზადა - იქ ვითომ ხალხი ჩვენ წინააღმდეგაა. ის აკონტროლებდა ამ გამოკითხვას. მაგრამ არის სხვა გამოკითხვა, და იქ 70% უკრაინის მხარესაა”, - განაცხადა ზელენსკიმ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კანში დასვენების დროს ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურიკო დავითაშვილის სახლი გაქურდეს
მამუკა მდინარაძე - ჩვენ თუ ჩვენს სამშობლოში არ გადავწყვიტეთ ჩვენი გადასაწყვეტი, რამდენიმე ათწლეულში ერი აღარ იარსებებს! ამიტომ არის ქვეყნის დამოუკიდებლობა მთავარი პრიორიტეტი! დამოუკიდებლობა ყველასგან!
პროკურატურამ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის მეუფე გიორგი ჯამდელიანის განცხადების საფუძველზე, რომ მისი განზრახ მკვლელობა მზადდებოდა, გამოძიება დაიწყო
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი - ჩემს მკვლელობას ამზადებდნენ - ეს პიროვნება მთავრობის წევრი, უშიშროების უწყების წარმომადგენელია
შემოსავლების სამსახური - საერთაშორისო სანქციების დაწესების დღიდან, საქართველო სრულად იცავს დადგენილ წესებს - ამ მიმართულებით უსაფუძვლო ბრალდებების კიდევ ერთი ტალღის აგორება, მორიგი დაკვეთის შესრულებაა
არქივი