დღესაც მზად ვარ, ვისაუბრო ნებისმიერ ადამიანთან საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან და ყველა იმ თემასთან დაკავშირებით, რომელიც აწუხებს პროტესტის ყველა მონაწილეს, გარდა აგენტებისა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
24 07 მაისი 2025, 17:37
დღესაც მზად ვარ, ნებისმიერ ადამიანთან ვისაუბრო საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან და ყველა იმ თემასთან დაკავშირებით, რომელიც აწუხებს პროტესტის ყველა მონაწილეს, გარდა აგენტებისა, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საზოგადოების უმრავლესობა დგას მტკიცედ ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე და სწორედ ამის შედეგია ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მილიონ 120 ათასი ხმა მიიღო საპარლამენტო არჩევნებში.

„ჩვენი საზოგადოების უმრავლესობა მტკიცედ დგას ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე. ჩვენ ამასთან ერთად, ვართ ყველას ხელისუფლება. მზად ვართ, პატივი ვცეთ ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, თითოეულ ამომრჩეველს. ჩვენი ამოცანაა, გზას აცდენილი ადამიანებიც შემოვაბრუნოთ ქვეყნის ეროვნული ინტერესებისკენ. არიან ადამიანები, რომლებიც მათ შორის პირდაპირი დაკვეთით მოქმედებენ ქვეყნის გარედან. თუ ადამიანი არის ხელმოწერილი აგენტი, ამ შემთხვევაში მასთან საუბარი შეუძლებელია, რადგან ისეთ ვალდებულებით ურთიერთობებშია შესული, რომელსაც ვერ შემოატრიალებ, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც არა ნებსით, არამედ უნებლიედ არიან ჩართული გარკვეული დაკვეთების შესრულებაში. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ასეთი ადამიანებიც, ისინიც უნდა შემოვაბრუნოთ ქვეყნის ეროვნული ინტერესებისკენ და ქვეყნის სამსახურისკენ. ძალიან ბევრია ასეთი ადამიანი, რომელიც ვფიქრობ, შეცდომაშია შეყვანილი. ჩვენი, როგორც ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, ვესაუბროთ ყველას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერმა აღნიშნა, რომ აქციების პერიოდში შესთავაზა აქციის მონაწილეებს შეხვედრა, თუმცა არც ერთი მათგანი შეხვედრაზე არ მივიდა.

„როდესაც ყველაზე ცხელი პერიოდი იყო, აქციები იმართებოდა, მე შევთავაზე ადამიანებს, მათ შორის აქციების რიგით მონაწილეებს, ნებისმიერი 10-12 კაცი შეერჩიათ და მოსულიყვნენ. მზად ვიყავი ნებისმიერ ფორმატში, საჯაროში თუ არასაჯაროში გამემართა მათთან მსჯელობა ყველა საკითხთან დაკავშირებით, რაც მათ აწუხებდა. არც ერთი ადამიანი არ მოვიდა. აქედან ჩანს, რომ მათ აქვთ განსხვავებული რწმენა იმასთან დაკავშირებით, რომ არ არიან მართლები. რაც შეეხება მზია ამაღლობელს, მე მქონდა ინფორმაცია, თუ რაზე სურდათ მათ მოსვლა, ეს არ იყო რელევანტური საკითხი. რაც შეეხება მსჯელობას საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან დაკავშირებით, დღესაც მზად ვარ, ნებისმიერ ადამიანთან ვისაუბრო საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან დაკავშირებით და ყველა იმ თემასთან დაკავშირებით, რომელიც აწუხებს პროტესტის ყველა მონაწილეს, გარდა აგენტებისა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიხეილ ყაველაშვილი: ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, თუ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ჩაიდენს, სახელმწიფო ვალდებულია რეაგირება მოახდინოს, სხვანაირად გამორიცხულია, მაშინ სახელმწიფო არ ხარ
მიხეილ ყაველაშვილი ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო გადახედვაზე: ეს სპეკულაციაა, რომ ჩვენს საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვიონ და როგორმე მოხდეს ხელისუფლების ცვლილება
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ ვიქნებით თანმიმდევრული, თვის დროზე მოხდება არჩევნების თარიღის გამოცხადება და თავისუფალ გარემოში ყველას ექნება შესაძლებლობა, რომ მიიღოს ამ არჩევნებში მონაწილეობა
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენს რეგიონში სულ ახლახან იყო კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის და ერთ-ერთი დაინტერესებული მხარე ვართ ჩვენ, რომ დამთავრდეს კონფლიქტი. მადლობას მოვახსენებ ორივე ქვეყნის ხელისუფალს, რომ გამოთქვამენ მზადყოფნას
პრეზიდენტი 26 მაისს ოპოზიციის გეგმებზე: რამდენი თარიღი გაიარეს რომ რაღაცას აპირებდნენ, სინამდვილეში თარიღებით უნდათ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გამოიყვანონ, მაგრამ ხალხი აღარ გამოდის
არქივი