26
08 მაისი 2025, 00:22

ვატიკანში მიმდინარე კონკლავზე პირველ კენჭისყრაზე რომის პაპი ვერ აირჩიეს.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამურიდან შავი კვამლი ამოვიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კონკლავში მონაწილე კარდინალებიდან ვერც ერთმა ხმების ორი-მესამედი ვერ მოაგროვა.
კენჭისყრის მორიგი რაუნდები მომდევნო დღეებში გაგრძელდება. კარდინალების გადაყვანა სანტა მარტას სახლსა და სიქსტეს კაპელას შორის ხდება უსაფრთხოების გამკაცრებული ზომებით. კონკლავის დაწყებიდან ახალი პაპის არჩევამდე მათ აკრძალული აქვთ გარესამყაროსთან ყველა სახის კომუნიკაცია. მათ არ აქვთ წვდომა ინტერნეტზე, ტელეფონებსა და გაზეთებზე.
კონკლავში 70 ქვეყნიდან 133 კარდინალი მონაწილეობს.
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში ინსულტის შედეგად 21 აპრილს გარდაიცვალა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |