შალვა პაპუაშვილი: ლატვიის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა თქვა, სანამ უკრაინაში ომია, ჩვენი უსაფრთხოება გარანტირებულიაო. ერთია იზრუნო შენს ქვეყანაზე და მეორეა, როცა სხვის ხარჯზე, სისხლზე და ტირილზე გინდა აიწყო ბედნიერება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
26 08 მაისი 2025, 06:50

გუშინ, ლატვიის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა თქვა, რომ სანამ უკრაინაში ომია, ჩვენი უსაფრთხოება გარანტირებულიაო. ასე უყურებენ უკრაინელებს, უკრაინის ომს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში. მისი თქმით, არაფერია იმაში ცუდი, რომ ქვეყნის უსაფრთხოებაზე ფიქრობენ, მაგრამ ეს სხვის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს.

„უკრაინაში ომის გაწელვა სასარგებლოა ლატვიისთვის. ეს გვითხრა დაზვერვის ხელმძღვანელმა, რომ რაც უფრო დიდხანს იქნება ომი, მით უფრო მშვიდად იქნებიან. წარმოიდგინეთ რა მორალური კრიტერიუმებია ზოგიერთ ხელისუფლებაში, რომ ასე ლაპარაკობენ. ლატვიის პრეზიდენტი ჩვენ მოგვიწოდებდა სანქციების დაწესებას. თვითონ ნატოს ქოლგის ქვეშ არიან თბილად, ტკბილად და მშვენივრად და ჩვენ, რომლის ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებული აქვს რუსეთს, მოგვიწოდებდნენ რუსეთთან ესკალაციისკენ.

იმედი მაქვს, რომ ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანაში საზოგადოება გამოფხიზლდება და შეხედავს, რომ თავისი არსით საბჭოთა პოლიტიკა, რომელსაც მათი პოლიტიკური ელიტა აწარმოებს, მათ შორის, მეგობარი ქვეყნების წინააღმდეგ და საქართველოს წინააღმდეგ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევა ბალტიისპირეთის ზოგიერთი ქვეყნის ზოგიერთი წარმომადგენელი, ამაზე საბოლოო ჯამში პასუხს მოსთხოვენ საკუთარ ხელისუფლებას და მოიყვანენ ხელისუფლებაში ისეთ ძალებს, რომლებიც იფიქრებენ. იმაში ცუდი არაფერი არ არის, რომ ლატვიის დაზვერვის სამსახური ფიქრობს ლატვიის უსაფრთხოებაზე. მაგრამ, ერთია იზრუნო შენს ქვეყანაზე, ინტერესებზე და მეორეა, როდესაც სხვის ხარჯზე, სისხლზე, ცრემლზე, ოფლზე და ტირილზე გინდა აიწყო შენი ბედნიერება. ეს რა დამოკიდებულებაა საერთოდ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მეუფე შიო - აფხაზეთი ჩვენთვის არ არის მხოლოდ ისტორიული თუ პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე მხარე, არამედ დიდი სულიერი და მოციქულებრივი მემკვიდრეობა და დიდი სიწმინდე - გამოსავალია სინანულსა და ურთიერთშენდობაში
შალვა პაპუაშვილი - ის, რომ 26 მაისს რამდენიმე რადიკალი ევროპარლამენტარი ჩამოდის, მიუთითებს, რომ არანაირი ოპოზიცია და არანაირი NGO-ები არ არსებობენ - თუ პროვოკაცია იქნება, პასუხისმგებლობა დონორებსა და ზოგიერთ ელჩს დაეკისრება
სახალხო დამცველი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმების ინიციატივას არ იზიარებს
ბრიტანეთის საელჩო - ზურაბ ჯაფარიძის დაკავება სრულიად არაპროპორციული ზომაა, რომელიც მიზნად ისახავს ოპოზიციის დაშინებას და გაჩუმებას - „ქართულმა ოცნებამ“ ახლავე უნდა შეაჩეროს ანტიდემოკრატიული ზომების მიღება
გიორგი ვოლსკი აშშ-ის საელჩოში სალომე ზურაბიშვილის კონსულტაციების შესახებ ინფორმაციაზე: ჩვენ არ ვიცით, რა საკითხებზე მსჯელობენ, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ საელჩო გააკეთებს რელევანტურ განცხადება
არქივი