შალვა პაპუაშვილი: ის მდგომარეობა, რომელშიც ახლა არის ევროკავშირი, ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი არ არის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
25 08 მაისი 2025, 06:51

ის მდგომარეობა, რომელშიც ახლა არის ევროკავშირი, ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი არ არის, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში.

მისი თქმით, ევროკავშირის მომხიბვლელობა დაწეულია.

„ის მდგომარეობა, რომელშიც ახლა არის ევროკავშირი, ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი არ არის. რა თქმა უნდა, აქ მომხიბვლელობა დაწეულია. შევხედოთ ბალტიის ქვეყნებს. გუშინ, ლატვიის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა თქვა, რომ სანამ უკრაინაში ომია, ჩვენი უსაფრთხოება გარანტირებულიაო. ასე უყურებენ უკრაინელებს, უკრაინის ომს. უკრაინაში ომის გაწელვა სასარგებლოა ლატვიისთვის. ეს გვითხრა დაზვერვის ხელმძღვანელმა, რომ რაც უფრო დიდხანს იქნება ომი, მით უფრო მშვიდად იქნებიან. წარმოიდგინეთ რა მორალური კრიტერიუმებია ზოგიერთ ხელისუფლებაში, რომ ასე ლაპარაკობენ. ლატვიის პრეზიდენტი ჩვენ მოგვიწოდებდა სანქციების დაწესებას. თვითონ ნატოს ქოლგის ქვეშ არიან თბილად, ტკბილად და მშვენივრად და ჩვენ, რომლის ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებული აქვს რუსეთს, მოგვიწოდებდნენ რუსეთთან ესკალაციისკენ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჰამბურგში დანით შეიარაღებული პირი მოქალაქეებს თავს დაესხა და 12 ადამიანი დაჭრა
აზერბაიჯანში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა
ჩეხეთის საგარეო უწყება - შეშფოთებულები ვართ ზურაბ ჯაფარიძის დაკავებით - საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებების უხეში შელახვისა და „იმედში“ სპეციალური დანიშნულების რაზმის შეჭრის ფაქტები განიხილა
სოზარ სუბარი აშშ-ის საელჩოში სალომე ზურაბიშვილის კონსულტაციების შესახებ ინფორმაციაზე: მინიმუმ განმარტება უნდა მოვისმინოთ ამერიკის საელჩოსგან, რას შეეხებოდა ეს შეხვედრა
არქივი