შალვა პაპუაშვილი: დეკემბერში გამართული ძალადობრივი აქციების მხარდაჭერა მიილია და საბოლოო ჯამში, ქუჩაში გამოსული ადამიანების რაოდენობა რამდენიმე ათეულს შეადგენს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
28 08 მაისი 2025, 06:53

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეფასებით, დეკემბერში გამართული ძალადობრივი აქციების მხარდაჭერა მიილია და საბოლოო ჯამში, ქუჩაში გამოსული ადამიანების რაოდენობა რამდენიმე ათეულს შეადგენს, რადგან ბევრმა რაციონალურად დაიწყო მოვლენების შეფასება.

როგორც პაპუაშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში აღნიშნა, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ოპოზიციურმა ამომრჩეველმა ფრუსტრაცია განიცადა, რადგან უცხოელებმა არარეალისტური იმედები მისცეს.

„საერთო ჯამში, ვხედავთ, რომ ადამიანების რაოდენობა, ვინც გამოდის, უკვე რამდენიმე ათეულია. მიილია ის მხარდაჭერა, რომელიც ჰქონდა იმ ძალადობრივ აქციებს, რომლის მოწმენიც ჩვენ ვიყავით დეკემბერში. ვფიქრობ, რომ ბევრი რაციონალურად აფასებს რასთან გვაქვს საქმე. არ დაგვავიწყდეს სად არის ამ ყველაფრის ძირი. არის ცრუ ბრალდება არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. ეს არ დავივიწყოთ. 27 ოქტომბერს, ოპოზიციურმა ამომრჩეველმა განიცადა ფრუსტრაცია, რადგან უცხოელებმა მისცეს არარეალისტური იმედები, ქართველებისგან არარეალურ იმედებს შეჩვეულები არიან, მთავარი იმედგაცრუება იყო, რომ ზოგიერთი ელჩი, საგარეო საქმეთა მინისტრები და პოლიტიკოსები ჰპირდებოდნენ მათ აქციებზე გამოსვლით, რომ მათი არჩეული პარტია გაიმარჯვებდა და მიხვდნენ, რომ ეს საბოლოო ჯამში იყო ტყუილი.

შემდეგ, ამ დიპლომატებმა, ელჩებმა და ზოგიერთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ნაცვლად იმისა, რომ რაციონალური აზროვნებისთვის ხელი შეეწყოთ, ადგნენ და კიდევ უფრო გაუღვივეს, ისტერიაში ჩააგდეს, ნაპერწკალზე ნავთი მიუსხეს. გახსოვთ შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელი ჩამოვიდა საქართველოში და მოუწოდებდა „მაიდნისკენ“. დღემდე არც ერთი განცხადება არ გაუკეთებია შვედეთის საელჩოს და ხელისუფლებას, როდესაც შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელი ხოცვა-ჟლეტისკენ მოგვიწოდებდა. „მაიდანი“ სხვა არაფერი არ არის ვიდრე ხოცვა-ჟლეტა, როგორც არ უნდა შეფუთონ ის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თავდაცვის სამინისტროში სამუშაო ვიზიტით ნატო-ს საერთაშორისო სამხედრო და საერთაშორისო სამსახურების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ
რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს, რომელთა შორის სამხედრო და სამოქალაქო პირები არიან
მეუფე შიო - აფხაზეთი ჩვენთვის არ არის მხოლოდ ისტორიული თუ პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე მხარე, არამედ დიდი სულიერი და მოციქულებრივი მემკვიდრეობა და დიდი სიწმინდე - გამოსავალია სინანულსა და ურთიერთშენდობაში
შალვა პაპუაშვილი - ის, რომ 26 მაისს რამდენიმე რადიკალი ევროპარლამენტარი ჩამოდის, მიუთითებს, რომ არანაირი ოპოზიცია და არანაირი NGO-ები არ არსებობენ - თუ პროვოკაცია იქნება, პასუხისმგებლობა დონორებსა და ზოგიერთ ელჩს დაეკისრება
სახალხო დამცველი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმების ინიციატივას არ იზიარებს
არქივი