შალვა პაპუაშვილი: ელჩებმა თავიანთი დიპლომატიური მანტიები მოიხსნეს, ჩამოკიდეს და პირდაპირ ჩაერთნენ არჩევნებში „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
54 08 მაისი 2025, 06:54

ის, რომ ჩვენ არ გვყავს, რეალურად ქმედითი ოპოზიცია და არის გარედან მიღებული დაკვეთების შემსრულებელი ინსტრუმენტი, ეს, საერთო ჯამში, ვნებს ქართულ დემოკრატიას, რადგან დემოკრატია საჭიროებს ოპონირებას სხვადასხვა ძალებს შორის - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ღამის კურიერის" ეთერში.

მისივე თქმით, ოპოზიციის მხარდამჭერი მოსახლეობა ფრუსტრირებულია, რადგან მათ გამარჯვებაზე არარეალისტური მოლოდინები შეუქმნეს.

"ჩვენ როცა ვსაუბრობთ იმაზე, თუ სად არის პრობლემა და როცა ვსაუბრობთ იმაზე, რომ დავიბრუნებთ იმ მოქალაქეებს, დავაბრუნებთ რაციონალურ პოლიტიკურ სივრცეში, ვგულისხმობთ ამომრჩეველს, რომელიც შეიძლება იყოს კრიტიკულად განწყობილი ხელისუფლების მიმართ, ხმა მისცა ოპოზიციას და ამ ამომრჩეველმა განიცადა იმედგაცრუება. როდესაც ელჩებმა თავიანთი დიპლომატიური მანტიები მოიხსნეს, ჩამოკიდეს და პირდაპირ ჩაერთნენ არჩევნებში "ქართული ოცნების" წინააღმდეგ, ყველას აძლევდნენ იმედს, რომ თითქოს იქნებოდა მათი გამარჯვება. გახსოვთ 27 ოქტომბერი - ვიდეოებსაც კი დებდნენ აქტივისტები, აბსოლუტური ტრაგიზმით, ტირილით, იმის გამო, რომ შეუქმნეს არარეალისტური იმედები ზოგიერთმა ელჩმა, დიპლომატმა და უცხოელმა პოლიტიკოსმა.

აქ ჩამოდიოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრები და მიტინგებს ატარებდნენ - წარმოგიდგენიათ, რა გადაიტანა ჩვენმა საზოგადოებამ? ფაქტობრივად, ჩათვალეს, რომ შეეძლოთ ხაზი გადაესვათ ჩვენი სუვერენიტეტისთვის, დამოუკიდებლობისთვის. ხან ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ხან ლიეტუვის, ხან რომელი და ხან რომელი, აქ მიტინგებს გვიმართავდნენ. ელჩები გამოდიოდნენ და საარჩევნო ბანერებს გვიფასებდნენ - ასე სჯობდა თუ ისე სჯობდა. ასეთ აბსურდში გვაცხოვრეს, მისცეს იმედები და არის ფრუსტრირებული ეს ამომრჩეველი.

ის, რომ ჩვენ არ გვყავს, რეალურად ქმედითი ოპოზიცია და არის გარედან მიღებული დაკვეთების შემსრულებელი ინსტრუმენტი, ეს, საერთო ჯამში, ვნებს ქართულ დემოკრატიას, რადგან დემოკრატია საჭიროებს ოპონირებას სხვადასხვა ძალებს შორის," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი - საქართველომ რასაც მიაღწია ბოლო 25 წელში, მაგალითია, როგორ იყენებს ქვეყანა WTO-ს წევრობას ეკონომიკის მოდერნიზაციისთვის
რუსუდან შარაძე: დათო გამყრელიძე რომ ყვირის „არა რუსულ კანონს“, ჯობია მოიკითხოს, მის ოფისში, როგორ მონაწილეობდნენ გურამ შარაძის მკვლელობაში. „ალდაგის“ ორივე კამერა მკვლელობის მომენტში ეყენა ერთნაირი მიმართულებით, ამით დამალეს მკვლელის სახე
სოზარ სუბარი „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმზე: ეს იყო რეკეტის დაკანონებული სისტემა, რომელიც იყო დამყარებული შიშსა და უსიტყვო მორჩილებაზე
სუბარი „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის ციხეზე: უმრავლესობა ელჩებისა პირად საუბრებში ამბობდნენ, რომ ისეთი კატასტროფა, რაც ხდება საქართველოში არ ხდება მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში. როცა ვეკითხებოდი-რატომ, იყო დუმილი, ლაპარაკის უფლება არ ჰქონდათ
სადარბაზოების რეაბილიტაცია მთაწმინდაზე
არქივი