შალვა პაპუაშვილი: პრობლემა არის იმაში, რომ ოპოზიციური ფლანგი სრულად იმართება გარედან, გარეთ არიან ძალები, რომლებსაც პირდაპირ მარიონეტებად ჰყავთ ოპოზიცია და ზოგიერთი აქტივისტები ენჯეოების სახით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
57 08 მაისი 2025, 06:55

მათ უნდათ საზოგადოების დახლეჩა, ისტერიის შემოტანა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში.

მისი თქმით, პრობლემა არის იმაში, რომ ოპოზიციური ფლანგი სრულად იმართება გარედან და გარე ძალებისგან იღებენ დღის წესრიგს, რომელსაც შემდეგ ისინი იტაცებენ.

პაპუაშვილის განმართებით, არიან გარე ძალები, რომლებსაც მარიონეტებად ჰყავთ ოპოზიცია და ზოგიერთი აქტივისტები ენჯეოების სახით.

„მათ უნდათ საზოგადოების დახლეჩა, ისტერიის შემოტანა. ის პროცესი, რაც ბოლო რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, მათ ორის, ეს დაიწყო წინასაარჩევნო პერიოდში, ეს პროცესი გამოდგა საუკეთესო ლუსტრაცია იმისა, თუ რა პრობლემაა სინამდვილეში ოპოზიციურ მხარეს. თუ დავაკვირდებით გუშინდელ და დღევანდელ მათ ისტერიას კონგრესის მიერ მიღებულ ერთ-ერთ აქტზე, მთლიანად დღის წესრიგი აწყობილია გარედან მომდინარე დღის წესრიგის პუნქტებზე. მეორეს მხრივ, გარეთ არიან ძალები, რომლებსაც პირდაპირ მარიონეტებად ჰყავთ ოპოზიცია და ზოგიერთი აქტივისტები ენჯეოების სახით. ეს არის მთავარი დიაგნოზი ოპოზიციის და ენჯეო აქტივისტების, რომ არიან სრულად აწყობილი უცხო ძალების, ჯგუფების დღის წესრიგზე. ამას ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ.

ისეთი სინქრონული თავდასხმაა საქართველოს მიმართ, ვხედავთ, რომ ერთმანეთს ენაცვლებიან. ხან ერთი ჯგუფი გარედან, ხან მეორე პოლიტიკოსი, ხან განცხადებაა, ხან რეზოლუცია იმისთვის, რომ ყოველდღიური საკვები და მითითება მისცენ ოპოზიციას. პრობლემა სინამდვილეში ეს არის, რაც აქვს ოპოზიციას. პრობლემა არის იმაში, რომ დღეს ოპოზიციური ფლანგი სრულად იმართება გარედან, გარედან იღებენ დღის წესრიგს. ყველაფერი არის გარედან მოწოდებული თემა, დღის წესრიგი, პუნქტები, თავდასხმები, რომლებსაც შემდეგ ესენი აიტაცებენ და არის ერთი ჟივილ-ხივილი", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 15 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე გაემგზავრა
ალექსანდრე მეგუთნიშვილი: კახეთის კუდ-ის უფროსის მოადგილემ, დათო ლორთქიფანიძემ თქვა, „ვინც ორ საათში 10 000$-ს არ მოიტანს, გავაცამტვერებთო. მივიტანე 2 000$ და მასხრად გვიგდებო? ხომ იცი, რომ აქ შემოსვლა არის ადვილი, მაგრამ გასვლა ძნელიო
ზაალ ანჯაფარიძე მარკო რუბიოს განცხადებაზე: გამოდის, რომ აშშ-თვის არავითარი მნიშვნელობა აქვს ამ ქვეყნის ხალხის დემოკრატიულ არჩევანს, ესაა სწორედ ამერიკული Deep State მიდგომა
სოზარ სუბარი: გია ბუღაძე საბჭოთა პერიოდში ლენინის პორტრეტებს ხატავდა და დღეს თავს იმართლებს, რომ ეს კგბ-ს დაკვეთა იყო, ლაშა ბუღაძე კი ბედავს და ნონა გაფრინდაშვილ უწოდებს „საბჭოთა ეპოქის“ ადამიანს
არქივი