მარკო რუბიო ინდოეთსა და პაკისტანს დაძაბულობის შემცირებისკენ მოუწოდებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
24 09 მაისი 2025, 00:27

მარკო რუბიო ინდოეთსა და პაკისტანს დაძაბულობის შემცირებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტემი ბრიუსმა განაცხადა.

ბრიუსის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სატელეფონო საუბრები გამართა როგორც ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ისე პაკისტანის პრემიერ-მინისტრთან. სატელეფობო საუბრის დროს რუბიომ დაძაბულობის განმუხტვისკენ მოუწოდა და მხარდაჭერა გამოხატა პირდაპირი დიალოგის მიმართ.

„რუბიომ ორივესთან სატელეფონო საუბარში ხაზი გაუსვა დაძაბულობის დაუყოვნებლივი შემცირების აუცილებლობას. მან გამოხატა აშშ-ის მხარდაჭერა ინდოეთსა და პაკისტანს შორის პირდაპირი დიალოგისადმი და წაახალისა კომუნიკაციის გაუმჯობესება“, – აღნიშნა ბრიუსმა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იმედოვნებს ორივე მხრიდან დარტყმების შეწყვეტას და აღნიშნა, რომ მზადაა, დახმარება გაუწიოს, თუმცა ვაშინგტონს არ შეუთავაზებია შუამავლობა დაძაბულობის განსამუხტად.

შეგახსენებთ, ინდოეთსა და პაკისტანს შორის სასაზღვრო მონაკვეთში შეიარაღებული კონფლიქტი მწვავდება. პაკისტანი ქალაქ ჯამუს ბომბავს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საბა ბუაძე - მიხეილ კაკაურიძემ დაარღვია ბოიკოტი და დაეხმარა “ქართულ ოცნებას” კვორუმის შექმნაში - მივიღე გადაწყვეტილება ის გაირიცხოს ჩვენი რიგებიდან
ჰამბურგში დანით შეიარაღებული პირი მოქალაქეებს თავს დაესხა და 12 ადამიანი დაჭრა
აზერბაიჯანში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა
ჩეხეთის საგარეო უწყება - შეშფოთებულები ვართ ზურაბ ჯაფარიძის დაკავებით - საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებების უხეში შელახვისა და „იმედში“ სპეციალური დანიშნულების რაზმის შეჭრის ფაქტები განიხილა
არქივი