კახა კალაძე: თბილისი იქნება ისეთი მწვანე, როგორც არასდროს, რადგან ჩვენს ქალაქს არაფერი უხდება ისე, როგორც სიმწვანე, რეკრეაცია. ძალიან ლამაზი იქნება. ამას ვპირდები დედაქალაქის მოსახლეობას, სტუმრებს, რადგან ჩვენი ქალაქი ამას იმსახურებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
21 09 მაისი 2025, 00:54

თბილისი იქნება ისეთი მწვანე, როგორც არასდროს, რადგან ჩვენს ქალაქს არაფერი უხდება ისე, როგორც სიმწვანე, რეკრეაცია. ჩვენი დედაქალაქი ძალიან ლამაზი იქნება. ამას ვპირდები დედაქალაქის მოსახლეობას, ჩამოსულ სტუმრებს, რადგან ჩვენი ქალაქი ამას იმსახურებს, - განაცხადა თბილისის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.

„მნიშვნელოვანია რეკრეაციული სივრცეების განვითარება. 2017 წელს, როდესაც დედაქალაქის ხელისუფლებაში მოვედით, როდესაც თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაგვიჭირა, ძალიან ცუდი ტენდენცია იყო. ნადგურდებოდა რეკრეაციული სივრცეები, სხვისდებოდა სტადიონები, მათ ნაცვლად დაგეგმილი იყო კორპუსების მშენებლობა. ქალაქში მშენებლობას არ ვეწინააღმდეგებით, მაგრამ პარალელურად, ვიცავთ რეკრეაციულ სივრცეებს. ვიცავთ სტადიონებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ბავშვი იყოს ჩართული სპორტში, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას ვეწევით.

დაწყებული გვაქვს ვერის ბაღის სრული განახლება და მოწესრიგება, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო დასასვენებელი სივრცე იქნება. ვაკის პარკის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპს დავიწყებთ. ეს არის კასკადის სრული განახლება და მოწესრიგება. ამით უკვე დამთავრებული იქნება სამუშაოები. საუბნო სკვერების, პარკების მშენებლობა და განახლება, რომელსაც გამგეობები ახორციელებს, მომავალშიც რა თქმა უნდა გაგრძელდება. სამხედრო დასახლებაში 25 ჰექტარ ტერიტორიაზე ძალიან მაგარი პარკი კეთდება, რომელსაც შემოდგომაზე დავასრულებთ. ასევე მინდა აღვნიშნო იპოდრომის ყოფილი ტერიტორია, სადაც ფონდი „ქართუ“ ახორციელებს სამუშაოებს. მაგარი პროექტი იქნება როცა დამთავრდება. ცენტრალური პარკი იქნება ქალაქის ცენტრში. თბილისი იქნება ისეთი მწვანე, როგორც არასდროს, რადგან ჩვენს ქალაქს არაფერი უხდება ისე, როგორც სიმწვანე, რეკრეაცია. ჩვენი დედაქალაქი ძალიან ლამაზი იქნება. ამას ვპირდები დედაქალაქის მოსახლეობას, ჩამოსულ სტუმრებს, რადგან ჩვენი ქალაქი ამას იმსახურებს“, - აღნიშნა კალაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიხეილ ყაველაშვილი: ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, თუ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ჩაიდენს, სახელმწიფო ვალდებულია რეაგირება მოახდინოს, სხვანაირად გამორიცხულია, მაშინ სახელმწიფო არ ხარ
მიხეილ ყაველაშვილი ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო გადახედვაზე: ეს სპეკულაციაა, რომ ჩვენს საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვიონ და როგორმე მოხდეს ხელისუფლების ცვლილება
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ ვიქნებით თანმიმდევრული, თვის დროზე მოხდება არჩევნების თარიღის გამოცხადება და თავისუფალ გარემოში ყველას ექნება შესაძლებლობა, რომ მიიღოს ამ არჩევნებში მონაწილეობა
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენს რეგიონში სულ ახლახან იყო კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის და ერთ-ერთი დაინტერესებული მხარე ვართ ჩვენ, რომ დამთავრდეს კონფლიქტი. მადლობას მოვახსენებ ორივე ქვეყნის ხელისუფალს, რომ გამოთქვამენ მზადყოფნას
პრეზიდენტი 26 მაისს ოპოზიციის გეგმებზე: რამდენი თარიღი გაიარეს რომ რაღაცას აპირებდნენ, სინამდვილეში თარიღებით უნდათ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გამოიყვანონ, მაგრამ ხალხი აღარ გამოდის
არქივი