პიტერ სიიარტო აცხადებს, რომ უნგრეთმა ჯაშუშობის ბრალდებით ქვეყნიდან ორი უკრაინელი დიპლომატი გააძევა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
29 09 მაისი 2025, 18:40

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს განცხადებით, ქვეყანამ ორი უკრაინელ დიპლომატი ჯაშუშობაში დაადანაშაულა და უნგრეთიდან გააძევა.

როგორც სიიარტომ აღნიშნა, ორი „ჯაშუში“, რომლებიც, სავარაუდოდ, ბუდაპეშტში, უკრაინის საელჩოში, დიპლომატიური საფარქვეშ მოქმედებდნენ, უნგრეთიდან 9 მაისს გააძევეს.

„უნგრელების წინააღმდეგ ბოლო კამპანიას იგივე მიზანი აქვს, რაც წინა კამპანიებს. ჩვენ, უნგრელებს, მშვიდობა გვინდა, ჩვენ ვამბობთ „არას“ ომზე, ჩვენ არასდროს მიგვიწოდებია იარაღი უკრაინისთვის და არც გავაკეთებთ ამას. ჩვენ არ დავუშვით და არც ვაპირებთ საკუთარი თავის ამ ომში ჩათრევას“, – განაცხადა სიიარტომ.

ამასთან, პიტერ სიიარტოს განცხადებამდე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ცნობა, რომ გამოავლინა უნგრეთის სამხედრო დაზვერვის ქსელი, რომელიც უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ ჯაშუშობდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ალექსანდრე დარახველიძე - ევროკავშირის დელეგაციის წევრთან დაკავშირებით ინციდენტი ამოწურულია, ჩვენი მხრიდან დაფიქსირდა, რომ ეს არ იყო მიზანმიმართული ქმედება, მას აქვს საშუალება, შემოვიდეს საქართველოში
ალექსანდრე დარახველიძე - თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დაკავებისას კონკრეტული პირების მხრიდან ადგილი ჰქონდა წინააღმდეგობის გაწევას, პოლიციელებს ყავაც კი შეასხეს
ლევან გაჩეჩილაძე - 2008 წლის 5 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნები იყო, როგორც ოპოზიციის კანდიდატი ბრიფინგის ჩასატარებლად გამოვედი, ჟურნალისტები ადგნენ და წავიდნენ, ასეთი იყო მათი დემოკრატია
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ ზურაბ აბაშიძე აირჩიეს
ლევან გაჩეჩილაძე 2008 წლის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებზე: რამდენიმე ასეული ადამიანი, დამკვირვებელიც მათ შორის, იყვნენ დაჭერილები, ოქმები იყო თავიდან ბოლომდე განადგურებული
არქივი