აშშ-ის საელჩო კიევში უახლოეს დღეებში სერიოზული საჰაერო შეტევის შესახებ საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
73 09 მაისი 2025, 23:22

აშშ-ის საელჩო კიევში საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ უახლოეს დღეებში უკრაინაში მოსალოდნელია სერიოზული საჰაერო იერიში.

„აშშ-ის საელჩომ კიევში მიიღო ინფორმაცია სერიოზული პოტენციური საჰაერო შეტევის შესახებ, რომელიც, შესაძლოა, რამდენიმე დღის განმავლობაში ნებისმიერ მომენტში მოხდეს. საელჩო, როგორც ყოველთვის, აშშ-ის მოქალაქეებს რეკომენდაციას აძლევს მზად იყვნენ საჰაერო განგაშის შემთხვევაში დაუყოვნებლივ თავშესაფარში ჩავიდნენ“, - აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამერიკის საელჩო ურჩევს მოქალაქეებს წინასწარ დაადგინონ თავშესაფრების მდებარეობა, საჰაერო განგაშის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გადავიდნენ იქ, თვალი ადევნონ ადგილობრივ მედიას, მოიმარაგონ წყალი, საკვები და მედიკამენტები და დაემორჩილონ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მითითებებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საბა ბუაძე - მიხეილ კაკაურიძემ დაარღვია ბოიკოტი და დაეხმარა “ქართულ ოცნებას” კვორუმის შექმნაში - მივიღე გადაწყვეტილება ის გაირიცხოს ჩვენი რიგებიდან
ჰამბურგში დანით შეიარაღებული პირი მოქალაქეებს თავს დაესხა და 12 ადამიანი დაჭრა
აზერბაიჯანში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა
ჩეხეთის საგარეო უწყება - შეშფოთებულები ვართ ზურაბ ჯაფარიძის დაკავებით - საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებების უხეში შელახვისა და „იმედში“ სპეციალური დანიშნულების რაზმის შეჭრის ფაქტები განიხილა
არქივი